Добавить новость

Началось обновление пруда Быково Болото в Зеленограде

Зампред Совбеза РФ Медведев создал Telegram-канал на английском языке

Отар Кушанашвили в свой день рождения находится без сознания после операции

Два боевых вертолета в Польше получили повреждения при урагане



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ილია დარჩიაშვილი: ბევრი საკითხი სხვა პრიზმიდან ჩანს ევროპელი პარტნიორების მხრიდან, უნდა დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას

ილია დარჩიაშვილი:  ბევრი საკითხი  სხვა პრიზმიდან ჩანს ევროპელი პარტნიორების მხრიდან, უნდა დაველოდოთ 
მათ გადაწყვეტილებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ევროპელი პარტნიორები ხედავენ საქართველოს ადგილს ევროკავშირში. მისი თქმით, ეს განწყობა უცვლელია, თუმცა რეგიონული უსაფრთხოების შეცვლილი გარემო, ევროკავშირის პრიზმიდან გაფართოების პერსპექტივებს განსხვავებულად წარმოაჩენს.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც ევროპელი პარტნიორები კონსენსუსის პრინციპით მიიღებენ (გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება. ავტ.). მისი თქმით, ორმხრივ ფორმატებში გამართული ყველა შეხვედრა ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირის წვერი ქვეყნების წარმომადგენლებთან „არის ოპტიმიზმით სავსე, თითოეული ჩვენი პარტნიორი, რომელიც მხარს უჭერდა ჩვენს ქვეყანას ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ეს განწყობები კვლავ ადგილზეა, არსად არ წასულა“. დარჩიაშვილის თქმით, ეს აძლევს „დიდ ოპტიმიზმს, რომ ჩვენი პარტნიორები, როდესაც დადგება გადაწყვეტილების მიღების დრო, მათ ექნებათ თავისი კონკრეტული ხმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის“.

„ამიტომ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც მქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ყველგან არის ოპტიმიზმი, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროპულ პერსპექტივას, ჩვენი პარტნიორები ხედავენ ევროპულ ოჯახში საქართველოს. ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილებების ფორმატში, რომელიც გაიმართება. თუმცა, გენერალური გადაწყვეტილება როდესაც იქნება, იქ ძალიან რთულია წინასწარ პროგნოზები და ჩემი მხრიდან, ალბათ, არ იქნება სწორი კონკრეტული პოზიციონირება გავაკეთო ამ საკითხზე. თუმცა, მინდა დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად პოზიტიური განწყობებია ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, თუმცა გარემო ძალიან რთულია, გართულებულია ზოგადად ევროპული პერსპექტივიდან რეგიონალური უსაფრთხოება, ამიტომ ძალიან ბევრი საკითხი, ზოგადად, სხვა პრიზმიდან ჩანს ჩვენი ევროპული პარტნიორების მხრიდან, ამიტომ, უნდა დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა პარტია "ქართული ოცნების“ დეპუტატის, მამუკა მდინარაძის დამაზუსტებელი კითხვის პასუხად, რომელიც შეეხებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ მოლოდინებს. „საერთო კონტექსტში რა მოლოდინი არსებობს იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრი აწარმოებს?“, - ასეთი იყო მამუკა მდინარაძის შეკითხვა.

ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი დეპუტატთა მიერ გაგზავნილ შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პასუხობს.

საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, ხუთი კითხვით მიმართა ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“. კითხვები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს შეეხება.

ილია დარჩიაშვილმა პასუხი შემდეგ კითხვებს უნდა გასცეს:

რა სამუშაო იქნა გაწეული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ევროკომისიის კითხვარის სათანადო დონეზე მოსამზადებლად?

რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ევროკომისია შეფასების პროცესში და როდის ველოდებით შეფასების დოკუმენტის გამოქვეყნებას?

როგორია მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით?

ევროკომისიის კითხვარზე მუშაობის შედეგად, რა სფეროები გამოიკვეთა, როგორც ყველაზე წარმატებული და რომელი მიმართულებით სჭირდება ქვეყანას გაუმჯობესება?

რა დიპლომატიურ სამუშაოს ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

ინტერპელაციის ფორმატი, დასმულ კითხვებზე მინისტრის მიერ პასუხის გაცემის გარდა, ითვალისწინებს დებატების გამართვასაც.

25 მაისს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპონენტებმა ევროკავშირის (EU) ხელმძღვანელობას მიმართეს და სთხოვეს, საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

მიმართვის ტექსტში ვკითხულობთ, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო არ უნდა გადაიხადონ მაღალი საზღაური. ოპოზიცია სთხოვს ევროკავშირს, დადებითად გადაწყვიტოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, მიერ გაკეთებული კომენტარების მიხედვით, მოელიან, რომ საქართველო შევსებულ კითხვარზე პასუხს ივნისის ბოლოს მიიღებს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Позывной Тундра. Записки москвича – добровольца СВО (III)

Обзор БНК: как и чем живет сегодня Инта

Ярославцы требуют у чиновников поликлинику на Московском

Собянин: Празднование Дня московского спорта пройдет 6 июля в «Лужниках»

Музыкальные новости

«Как можно сравнивать "Черный квадрат" и "ГЭС-2"» // Франческо Бонами о выставке в Москве

В День памяти и скорби военнослужащие и сотрудники центрального аппарата Росгвардии возложили цветы к памятнику воинам войск правопорядка

"Фонтанка": два связанных с Пригожиным медиаменеджера задержаны в Петербурге

Память Виктора Цоя почтили в Пскове в день его рождения

Новости России

Около 150 гребцов принимают участие в соревнованиях по академической гребле «Псковская регата»

Мошенники предлагают ростовским "абитуриентам" купить бюджетное место в вузах

Агент: «Два клуба из России интересуются Ндао»

Пьяный водитель "Renault Logan" устроил ДТП в центре Тамбова

Экология в России и мире

Есть или не есть кровянку, прокомментировал гастроэнтеролог Садыков

Детская зубная щетка Revyline RL 025 Panda доступна в Бурятии

Культурное лето с Dhawa Ihuru

В Красноярском крае будут судить азербайджанца, который в 2006 году избил и изнасиловал певицу

Спорт в России и мире

Тарпищев: У Рублева есть сложности со здоровьем, но он хочет сыграть на Уимблдоне

Хуркач о реванше со Зверевым: «В голове сидел тот матч в финале United Cup»

Даниил Медведев представил форму, в которой выступит на Уимблдоне

"Стараюсь играть не хуже него": Калинская о своих отношениях с Синнером

Moscow.media

Трассу Южно-Сахалинск – Корсаков на Сахалине расширят до четырех полос

Axenix перевел разработку платформы In.Plan на сервисы Yandex Cloud

В этом году отремонтируют два моста через Ручей на трассе Югорск – Таежный в Югре

"Болотный перфекционизм"











Топ новостей на этот час

Rss.plus






Пьяный водитель "Renault Logan" устроил ДТП в центре Тамбова

"Фонтанка": два связанных с Пригожиным медиаменеджера задержаны в Петербурге

Легойда о событиях в Дербенте: Нападениям на священников нет оправдания

Во Владимирской области двое бывших инспекторов ДПС осуждены за злоупотребление полномочиями