Мы в Telegram
Добавить новость

Суд освободил экс-полковника ФСБ Фролова от отбывания наказания за взятки

Студенты в Бендерах присоединились к виртуальной экскурсии по музею-заповеднику «Коломенское»

В Москве на двух женщин завели дело за провокационную надпись на памятнике Жукова

Ребенок, весивший 842 грамма при рождении, выписан из Видновского перинатального центра

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

იან კელი და დევიდ კრამერი: „პუტინი მარცხდება უკრაინაში, იმარჯვებს საქართველოში“

იან კელი და დევიდ კრამერი: „პუტინი მარცხდება უკრაინაში, იმარჯვებს საქართველოში“

მაშინ, როცა უკრაინელები რუსეთის იერიშს უმკლავდებიან, საქართველო არასწორი მიმართულებით მიემართება - ასეთ დასკვნას შეიცავს 24 მაისს გამოცემა The Bulwark-ში გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორები არიან აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი.

ავტორები აღნიშნავენ, რომ მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების მომხრეა, ქვეყნის მთავრობა სხვა არჩევანს აკეთებს.

„კერძოდ, უკრაინაში კრიზისის პერიოდში საქართველოს მმართველობა სულ უფრო მეტად მოგვაგონებს რუსულ მოდელს ერთპარტიული მართვითა და ოპოზიციის დევნით,“ წერენ კელი და კრამერი სტატიაში, რომლის სათაურია „პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში“.

მათი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გამოიყენონ საქართველოზე თავიანთი გავლენა და „მოთოკონ ეს დესტრუქციული ძალები“.

ავტორთა თანახმად, „ავტორიტარიზმისკენ საქართველოს სვლის“ უკანასკნელი მაგალითია გასულ კვირაში „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას გასამართლება „პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით“.

კელი და კრამერი წერენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ მყარად აკონტროლებს სასამართლოსა და კანონაღსრულების სისტემას არა მხოლოდ იმისთვის, რომ თავის სასარგებლოდ უზრუნველყოს სასამართლოს განაჩენები, არამედ იმისთვისაც, რომ არ დაუშვას ძლიერი ოპოზიციის არსებობა. ამის მაგალითად მათ მოჰყავთ, მათი თქმით, ოპოზიციის ლიდერთა „დემონიზაციისა“ და „დევნის“ კამპანია, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

სტატიის ავტორთა აზრით, საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, გადაწყვეტილებებს იღებს არა იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუწყობს ესა თუ ის პოლიტიკა ხელს დასავლურ ნორმებთან დაახლოებას, არამედ იმის მიხედვით, „გაანაწყენებს თუ არა ის კრემლის დიქტატორს“.

„თავის საშინაო პოლიტიკაში მთავრობა განუხრელად ახდენდა ძალაუფლების კონცენტრაციას ხელისუფლების სამივე შტოში და ახდენდა იმ ინსტიტუტების მარგინალიზაციას ან დემონტაჟს, რომლებსაც შეიძლება გაეკონტროლებინა ეს ძალაუფლება,“ წერენ იან კელი და დევიდ კრამერი და დასძენენ, რომ ეს განსაკუთრებით ცხადად ჩანს იმაში, რომ მთავრობა ეწინააღმდეგება, გაატაროს რეფორმები სასამართლო სისტემაში, რისკენაც მას მოუწოდებენ აშშ, ევროკავშირი და არასამთავრობო სექტორი.

აქვე ავტორები შენიშნავენ, რომ ძალაუფლების კონცენტრაციისკენ მიდრეკილება და ოპოზიციის დევნა საქართველოს წინა მთავრობებისთვისაც იყო დამახასიათებელი. მაგრამ, მათი თქმით, „ქართული ოცნების“ შემთხვევაში რადიკალური განსხვავება ისაა, რომ ის რუსეთის სიამოვნებას ცდილობს და უგულებელყოფს დასავლეთის შეშფოთებას რეფორმების ნელა გატარების თაობაზე. ამის მაგალითებად კელი და კრამერი ასახელებენ საარჩევნო სისტემის თაობაზე შეუთანხმებლობას, ისეთი ორგანიზაციებისა და ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებიც ძირს უთხრიან დასავლურ ღირებულებებს და ხელს უწყობენ რუსეთთან კულტურულ კავშირებს, ასევე ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებას.

სტატიის მიხედვით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში ყველაზე შემაშფოთებელია უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ დამოკიდებულება. ავტორთა თქმით, მაშინ, როცა საქართველო უკრაინის „ბუნებრივი მოკავშირე“ უნდა იყოს, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, ხელს უშლის საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში საბრძოლველად გამგზავრებაში, ასევე ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო მცდელობებზე, დახმარება გაუწიოს რუსეთს მისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

რატომ აირჩია საქართველომ რუსეთის დამშვიდების კურსი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ თავზე გადაიტანა რუსული აგრესია, და რატომ ესხმის ის თავს უკრაინის ლიდერებს? - კითხულობენ იან კელი და დევიდ კრამერი.

მათი აზრით, პასუხი საძიებელია რუსეთთან საკუთარი ეკონომიკური კავშირების დაცვაში, რაშიც ადანაშაულებენ „ქართული ოცნების“ წამყვან წევრებს, კერძოდ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს.

ავტორების თქმით, ივანიშვილისთვის საგულისხმო უნდა იყოს ის ფაქტი, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა უკრაინელ ოლიგარქ იჰორ კოლომოისკის და მოლდოველ ოლიგარქ ვლადიმირ პლაჰოტნიუკს.

მათი თქმით, ეს ორი შემთხვევა მიუთითებს, რომ აშშ სანქციებს უწესებს ამერიკისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნების მოქალაქეებსაც.

„ეს ძალზე საჭიროა და დიდი ხანია ამის დრო დადგა ივანიშვილის შემთხვევაშიც,“ აღნიშნავენ სტატიის ავტორები და შენიშნავენ, რომ კოლომოისკი და პლაჰოტნიუკი აღარ არიან თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებაში, საქართველოს შემთხვევაში კი ვითარება სხვაგვარადაა: „ივანიშვილი და მისი ახლო გარემოცვა არ არიან ამომრჩეველთა მიმართ ანგარიშვალდებულნი, თუმცა აშკარად სარგებლობენ უზარმაზარი გავლენით მთავრობის გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკაზე“.

„რუსეთის პერიფერიაზე არსებობს რამდენიმე დამთმობი რეჟიმი, რომლებსაც ეშინიათ ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობა, რათა არ გამოიწვიონ პუტინის რისხვა. ჯერ არც ისე გვიანაა, ხელი შევუშალოთ საქართველოს, რომ ერთ-ერთ ასეთ რეჟიმად იქცეს,“ მიაჩნიათ სტატიის ავტორებს. ისინი შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებენ, მეტი გააკეთონ, რათა საქართველოს აჩვენონ ამ ტენდენციების გამო შეშფოთება.

„მათ უნდა იმოქმედონ, რათა ხელი შეუშალონ საქართველოს მთავრობას და განსაკუთრებით მათ, ვისაც კულისებს მიღმა უპყრია ძაფები, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები და გაატარონ პოლიტიკა, რომელიც საქართველოს აშორებს დასავლეთს და რუსეთთან აახლოებს,“ დაასკვნიან იან კელი და დევიდ კრამერი The Bulwark-ში 24 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში „პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში“.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Российские инвесторы на торгах по обмену заблокированными активами выставили заявок на 35 млрд рублей

Судебная система России нацелилась на самоочищение

Взятки на 87 млн рублей: суд отпустил на свободу отставного полковника ФСБ Фролова, обвиняемого в мздоимстве и мошенничестве

Студенты в Бендерах присоединились к виртуальной экскурсии по музею-заповеднику «Коломенское»

Музыкальные новости

"Гриша, уходи!": реакция интернет-сообщества на вылет "Урала" из РПЛ

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей

Выставка Росгвардии «День передовых технологий обеспечения безопасности личности, общества и государства – 2024» продолжает работать в Красноярске

Новости России

Людей не выпускали из дерматологического диспансера во время стрельбы в Бибирево

В Москве на двух женщин завели дело за провокационную надпись на памятнике Жукова

Никулинский суд Москвы признал Олега Эйдельштейна сыном Жириновского

Суд освободил экс-полковника ФСБ Фролова от отбывания наказания за взятки

Экология в России и мире

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе

Тысячи активистов разгромили офис Socar в Стамбуле, обвинив «Азербайджан» в поддержке геноцидальной политики Израиля в Палестине

Россияне решили этим летом меньше отдыхать на курортах

Победитель фирменной игры «Авторадио» получил ключи от Oting Паладин

Спорт в России и мире

Ига Свёнтек одержала 40 побед над теннисистками из топ-10 рейтинга WTA

Главный русский теннисист заставил Париж аплодировать ему стоя. Что удалось Осьминогу Медведеву?

Мирра Андреева впервые вышла в четвертьфинал турнира Большого шлема

Александр Зверев: «Сказал себе, что хочу стать примером для подражания. Я больше не ломаю ракетки, почти не получаю предупреждений»

Moscow.media

Два дня, наполненных театром, музыкой, книгами и наукой, — в Парке Горького во 2-й раз прошел Московский детский фестиваль искусств «НЕБО»

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса

Завершен пятый этап надвижки моста через Каму

Новые мониторы Xiaomi на российском рынке











Топ новостей на этот час

Rss.plus






Ребенок, весивший 842 грамма при рождении, выписан из Видновского перинатального центра

В МОНИКИ им Владимирского завершился IV медицинский форум

Alex Villas Group: «Мы стремимся стать компанией №1 в сфере недвижимости в Азии»

«Всем валерьянки!»: МТЮЗ привез в Петербург «Собачье сердце»