„საქართველო ევროპისკენ“ - ასეთია წელს დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია. პრემიერ-მინისტრის 4 მაისს გამოცემული განკარგულებით საზეიმო ღონისძიებები - კონცერტები, გამოფენები და ბაზრობები 26 მაისს 15 ქალაქში გაიმართება. თბილისში ამას ჯარისკაცების ფიცის დადების ტრადიციული ცერემონიალი დაემატება.