“დანიამ საყოველთაოდ დაიწყო მესამე აცრები. ძლივს ჩავეწერე ორ კვირაში. ადგილები სულ დატაცებულია. აქ ახლა აცრების რაოდენობრივი პრობლემა უკვე აღარ არის, ადრე კი ყოველთვის იყო ადგილის დაჯავშნის პრობლემა, რადგან თითქმის ყველას სურდა აცრა (საპირისპირო ნიშნის პრობლემა გვაქვს ჩვენ). გუშინ აეროპორტში ვიყავი და იმდენად გადავეჩვიე პირბადეს და მის სახსენებელს, რომ არც წამიღია. არადა, დანიაში მხოლოდ აეროპორტში ითხოვენ პირბადეს. 90% ორჯერ აცრილია. აუცრელ 10%-ში ელიან ახალ გავრცელებას,” – წერს სოციალურ ქსელში ონკოლოგი და სხივური თერაპევტი, დანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზაზა უჯმაჯურიძე.