საფრანგეთში დააკავეს ქართველები, რომლებსაც პოლიციის ინფორმაციით, კავშირი აქვთ „რუსულენოვან მაფიასთან“.
საფრანგეთის ჟანდარმერიის თანახმად, ქალაქ ამიენის პოლიციის და დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აღკვეთეს ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სტრუქტურის საქმიანობა.
ჟანდარმერიის ცნობით, „რუსულენოვან მაფიასთან“ კავშირის მქონე, სომხური და ქართული ჯგუფები უკანონოდ ვაჭრობდნენ სიგარეტით და მოპარულ ავტომანქანებს ყიდდნენ.
საფრანგეთის პოლიციის თანახმად, დაკავებულია 37 პირი და ჩატარებულია 61 ჩხრეკა.