საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. 1 982-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 52 620 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4 212 შემთხვევა.
წინა დღესთან შედარებით, 3200-ით მეტი ტესტი გაკეთდა, ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი კი, 625-ით ნაკლებია.
14 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 8%;
ბოლო 7 დღის - 8.57%;
ბოლო 14 დღის - 7.21%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 649 407 შემთხვევა. მათგან 607 563 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 9370 ადამიანი.