რუსი ჰაკერები, რომლებიც 2020 წელს აშშ-ის ფედერალურ სააგენტოებზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან დგანან, ბოლო თვეებში აშშ-ისა და ევროპის სამთავრობო ქსელების გატეხვას შეეცადნენ.
ამის შესახებ ტელეკომპანია სიენენმა გაავრცელა ცნობა კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსზე დაყრდნობით. კიბერუსაფრთხოების კომპანია Mandiant-ის გენერალური დირექტორის, ჩარლზ კარმაკალის თანახმად, მიმდინარე წელს განხორციელებულ ზოგიერთ ოპერაციაში ჰაკერებმა ახალი ინსტრუმენტები და მეთოდები გამოიყენეს.
„ჯგუფმა მოახდინა კომპრომეტირება ბევრი იმ სახელმწიფო უწყებისა და ორგანიზაციის საიტების, რომლებიც საშინაო და საგარეო საკითხებით არიან დაკავებული, ასევე IT-ის სფეროში მონაწილე კომპანიებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ დაშვებას ჰაკერების მიერ მიზანში ამოღებულ ობიექტებზე ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში“, - განაცხადა კარმაკალმა. მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ კომპანიებაზეა საუბარი და შეძლეს თუ არა ჰაკერებმა მათგან რაიმე ინფორმაციის მოპოვება.
ანონიმმა მაღალჩინოსანმა CNN-ს აცნობა, რომ ფედერალური უწყებები თვალს ადევნებენ რუსი ჰაკერების ბოლოდროინდელ საქმიანობას და ეს საკითხი ეროვნული უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზეც განიხილებოდა.