Мы в Telegram
Добавить новость

Собака Лукашенко смотрела парад Победы с трибуны на Красной площади

Знамя Победы и флаг России проносят на параде Победы на Красной площади

Жителей Подмосковья проинформировали о лесопожарной обстановке на 9–11 мая

Проект «Книга памятников-героев Москвы» пополнился новыми историями



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვინ და როგორ გადაყლაპა "ქართულმა ოცნებამ"

საქართველოში საჯარო სივრცეებსა და მედიების ეთერს პერიოდულად იპყრობენ ხოლმე ულტრაკონსერვატიული, ძალადობით და ქსენოფობიით გამორჩეული ჯგუფები, რომელთა ერთმა ნაწილმა სასტიკი ანგარიშსწორება მოაწყო 5-6 ივლისს, თბილისის ცენტრში, სადაც რამდენიმე ათეული ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ცემეს. შავრაზმელთა ამ ჯგუფებს პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ, ღიად თუ ფარულად, პრორუსული პოლიტიკური პარტიები, თუმცა, როგორც 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა აჩვენა, კონსერვატიულ ფლანგზე, რადიკალთა მზარდი აქტიურობის მიუხედავად, შესაბამისი პარტიების ელექტორატი, ზრდის ნაცვლად, შემცირდა.

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებამდე სამი კვირით ადრე კომპანია „ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის მიხედვით, ლევან ვასაძის მიერ დაფუძნებული პარტია „ერი“ 2%-იანი მხარდაჭერით სარგებლობდა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსისათვის“ ხმის მისაცემად მზად იყო ამომრჩეველთა 3%.

კონსერვატიულ ფლანგზე მოთამაშე ამ ორმა გამორჩეულმა პარტიამ არჩევნების წინაც მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ლევან ვასაძემ და მისმა თანამებრძოლებმა (მმკ, „ალტ-ინფო“ და სხვ.) თავი გამოიჩინეს 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის მოწყობით, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვითა და ჯვრის აღმართვით, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი ღია წერილით, რომლითაც ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პრეზიდენტს მიმართა, „განმუხტოს დაძაბულობა და აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე“.

ლევან ვასაძის „ერმა“ 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, „ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა მხოლოდ 1.46 %-მა დაუჭირა მხარი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეს მაჩვენებელი 3,1% იყო, 2016 წელს - 5%.

არჩევნების შედეგების კომენტირებისას, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ 2018 წლიდან ცდილობს გადააბაროს ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსი“ კი ხელს უშლის მას:

„აქედან მოყოლებული, ჩვენ გამალებით გვებრძვის „ქართული ოცნება“ და მუდმივად გვიყალბებს შედეგებს. ყველას ესმის, რომ წარმოუდგენელია ჩვენს პარტიას ჰქონდეს 1,5 პროცენტი“.

რატომ არის წარმოუდგენელი?

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის დირექტორი, კობა თურმანიძე ამბობს, რომ წარმოუდგენელი არაფერია იმაში, რომ კონსერვატიულ ფლანგზე, ისეთი დიდი პარტია, როგორიც „ქართული ოცნებაა“, ამომრჩეველს ართმევს იმავე იდეოლოგიის პატარა პარტიებს.

„ამ პარტიების მხარდაჭერამ მოიკლო იმის გამო, რომ დიდმა პარტიებმა, განსაკუთრებით „ქართულმა ოცნებამ“, დაიწყეს მსგავსი რიტორიკით გამოსვლა, რაშიც მაინც და მაინც პრორუსულ რიტორიკას არ ვგულისხმობ. საუბარია, უფრო მეტად კონსერვატიულ-ურაპატრიოტულ რიტორიკაზე, რომელიც შედარებით ნაკლებად იყო დიდი პარტიის საარჩევნო პროგრამაში და რის გამოც ამომრჩეველი პატარა პარტიებთან მიდიოდა ხოლმე“, - ამბობს კობა თურმანიძე.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი ზურაბ ჭიაბერაშვილიც ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ იძულებულია დაიბრუნოს თავისი ბუნებრივი ნიშა, რაც, გასაგები მიზეზების გამო, ამომრჩევლებს ართმევს პატარა პარტიებს, რომელთა არსებობა, ვიდრე მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ხელს აძლევდა ბიძინა ივანიშვილს.

„იმ პერიოდში, როცა „ქართული ოცნება“ ძლიერად იყო, თუნდაც 2016 წელს, ივანიშვილს ჰქონდა ფუფუნება თვითონ ეთამაშა პოლიტიკური სპექტრის შუაში, გარშემო კი ჰყოლოდა რადიკალური, შავრაზმული, ქსენოფობიური და ჰომოფობიური პრორუსული ჯგუფები, მაგრამ, როცა გაუჭირდა, როცა დაიწყო ლეგიტიმაციის დაკარგვა, იძულებული გახდა დაბრუნებოდა თავის ბუნებრივ ნიშას, ე.წ. ასავალ-დასავლის იდეოლოგიას. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ბუნებრივად შეიწოვა ამ იდეოლოგიის ელექტორატი, რომელიც მანამდე გაფანტული იყო. სინამდვილეში ასეთი ტიპის „შავრაზმული“ ელექტორატი მხოლოდ 3-5 პროცენტი კი არ არის, რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ იღებდა ხოლმე, არამედ გაცილებით მეტია. მათი ნაწილი ისედაც იყო „ქართულ ოცნებაში“, ახლა კი თითქმის მთლიანად შეიწოვა“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

რამდენად მობილურია ამომრჩეველი, იოლად იცვლის არჩევანს?

კობა თურმანიძის თქმით, საქართველოში პარტიებისადმი ლოიალურობა ძალიან სუსტია და დამყარებულია არა იმდენად იდეოლოგიაზე, რამდენადაც სიმბოლურ სარგებელზე:

„ყველას უნდა ისეთ პარტიასთან ასოცირდებოდეს, რომელიც გამარჯვებულია. მრავალწლიანი გამოცდილება გვეუბნება, რომ გამარჯვებულ პარტიას პოსტ-ფაქტუმ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე არჩევნებამდე ჰყავდა. მსგავსი მექანიზმი მუშაობს აქაც. ქართველი ამომრჩეველი არ არის პარტიებთან მჭიდრო იდეოლოგიურ ბმაში, ამიტომ მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს პატარა პარტიიდან დიდი პარტიის მხარდამჭერებში გადასვლა მაშინ, როცა დაპირებები, იდეოლოგია და შეხედულებები მსგავსია“.

პრორუსული და სიძულვილის პროპაგანდაზე დაფუძნებული პოლიტიკური ჯგუფების წარუმატებლობა დიდწილად განაპირობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებამ, რამაც თითქმის მთლიანად „გაიწოვა“ ის 2-3%, რასაც ეს ჯგუფები წინა არჩევნებში იღებდნენ, - ამბობს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელი, ბექა მინდიაშვილი, რომლის თქმითაც, ე.წ. „პუტინისტი ექსტრემისტების“ ადგილი თავად „ქართულმა ოცნებამ“ დაიკავა.

„ამაზე მეტყველებს ხელისუფლების მხრიდან ანიტიდასავლურობაზე წინასაარჩევნოდ გაკეთებული აქცენტი: 5 ივლისი და ორჯერ ჩამოხსნილი ევროკავშირის დროშა, უმცირესობების დაცვაზე ოფიციალურად გამოცხადებული უარი და დემარში ევროკავშირის წინააღმდეგ, მისი გამოსვლა შარლს მიშელის ხელშეკრულებიდან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში ერთი მხრივ, სწორედ საპატრიარქოსთან მაქსიმალურ დაახლოებასა და რადიკალების ადგილის დაკავების მცდელობადაც შეიძლება იყო წაკითხული“, - უთხრა ბექა მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

საით არის მიმართული ეკლესიის ელექტორალური ძალა?

ბექა მინდიაშვილის თქმით, ამ მხრივ, რეალობა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში არსებითად არ შეცვლილა. ეკლესიის მხარდაჭერა, რომელიც წლების განმავლობაში მიმართული იყო მთლიანად ხელისუფლებისკენ, კვლა გადამწყვეტ თუ არა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მმართველი პარტიის წარმატებაში.

„გავიხსენოთ წინა არჩევნებისას „გარეჯი საქართველოა“-ს სამარცხვინო ერთობლივი სპეცოპერაცია. თუმცა, მომავალში ფარული ჩანაწერების ეფექტი, ალბათ, უფრო გაიზრდება, და ეკლესიის ფაქტორიც შესაბამისად შემცირდება, მაგრამ ახლა ეს ასე ცხადი ადგილობრივი არჩევნებისას არ იყო“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

სად წავიდა ვასაძის ელექტორატი?

ლევან ვასაძის პარტიას „ერს“ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. ზურაბ ჭიაბერაშვილის ვარაუდით, ამის მიზეზიც ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აწყობდა ელექტორატის ფრაგმენტაცია.

„ვასაძის თუ „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები, ნებისმიერი ასეთი ჯგუფები, ალტ-ინფო, ასავალ-დასავალი და ა.შ. - ყველა ახლა თავმოყრილია ივანიშვილთან. პოლიტიკურად ყოველთვის მასთან იყვნენ, მაგრამ ახლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ყულაბაშიც არიან“.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალურად შეიწოვა ე.წ. შავრაზმული ელექტორატი, ჯამურად, წინა არჩევნებთან შედარებით, მაინც 110 ათასი ხმით ნაკლები მიიღო, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ზრდის არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუმცა, როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი „ურბანულ ცენტრებში“ არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით ვარაუდობს, „ქართულ ოცნებას“ მალე სხვა ელექტორატი არც ეყოლება.

„ურბანული მოსახლეობა ძალიან შეაშინა იმ სიძულვილმა და ძალადობამ, რაც ივლისის განმავლობაში მთელმა საქართველომ იხილა. სწორედ ამიტომ უთხრა უარი „ქართულ ოცნებას“ თითქმის მთელმა ურბანულმა მოსახლეობამ. ეს ძალიან დიდი ფაქტორი იყო. რაც უფრო მეტად მოხდება „ოცნების“ გაუცხოება პროგრესზე ორიენტირებულ ურბანულ მოსახლეობასთან, მით უფრო მკვეთრად და მკაფიოდ გამოჩნდება მისი შავრაზმული სახე და ის, რომ ვასაძე, პატრიოტთა ალიანსი და მათი ელექტორატი, მთლიანად „ქართული ოცნების“ ელექტორატია“, - უთხრა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რადიო თავისუფლებას.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Новая песня "Сталинград" - дань памяти героическим защитникам города

"СВЯТОЙ ЛЕНИН" расшифровал смысл "ДНК В.И. Ленина".

Глава Кубы Бермудес назвал встречу с Путиным теплым дружеским диалогом

Проект «Книга памятников-героев Москвы» пополнился новыми историями

Музыкальные новости

Экс-футболист Деменко: в матче "Зенита" и ЦСКА в Кубке нет фаворита

В рубрике «Я - артист цирка Бурятии» Саян Дондоков - Театр и дети, Культура и Россия, национальный проект

Игорь Маковский: оперативный Штаб «Россети Центр» осуществляет усиленный контроль за работой электросетевого комплекса

Матч ЦСКА - "Рубин" завершился со счетом 2:2

Новости России

Журналист Bild назвал «инструментом пропаганды» шпица Умку на Параде Победы

Салют в честь Дня Победы в Петербурге. Видео

Bild: собака Лукашенко является «отвлекающим маневром» на параде Победы в Москве

Министр благоустройства Хайкин возложил цветы 9 Мая в Домодедове

Экология в России и мире

Красота и благородность: яркие стильные весенние образы

В России за год открылось рекордное количество универмагов

Осторожно, токсично: Доктор Кутушов рассказал о вреде красителей для яиц

История дельфина, принесшего пользу всей природе

Спорт в России и мире

Александр Зверев раскритиковал график соревнований в туре

Елена Рыбакина напугала болельщиков перед защитой титула

Стало известно, с кем сыграет Вероника Кудерметова во втором круге турнира WTA-1000 в Риме

Саснович вышла в основную сетку турнира WTA-1000 в Риме

Moscow.media

EDI-провайдер для ритейла Docrobot вошел в группу компаний СКБ Контур

Рады познакомить вас с артистами цирка Бурятии: Саян Дондоков - Театр и дети, Культура и Россия

Цветёт сон-трава

"Природа Карелии"











Топ новостей на этот час

Rss.plus






Bild: собака Лукашенко является «отвлекающим маневром» на параде Победы в Москве

Священник Харитонов назвал первый день после Великого поста, когда можно венчаться

Министр благоустройства Хайкин возложил цветы 9 Мая в Домодедове

Глава Кубы Бермудес назвал встречу с Путиным теплым дружеским диалогом