ერთი ადამიანი მოკლეს და ერთიც დაჭრეს რუსთავში 14 ივლისს, გამთენიისას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მომხდარის გამო ორი პირი დააკავეს.
ერთ-ერთს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა, მეორეს - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
შსს-ს ცნობით, თოდრიას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებისას ერთ-ერთმა ცივი იარაღი გამოიყენა, დაჭრა 27 წლის მამაკაცი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე მუხლებითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ამჟამად დაჭრილი, 30 წლამდე მამაკაცი, მოთავსებულია კლინიკა „რუსთავში“. კლინიკის წარმომადგენლების ცნობით, მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მეორე დაჭრილი კლინიკაში არ შეუყვანიათ, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა,