ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზისგან დაიღუპა 786 ადამიანი, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მონაცემია. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 700-ს პირველად 6 ივლისს გადააჭარბა და მას შემდეგ მონაცემი ამ ნიშნულიდან არ ჩამოდის.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში გამოვლენილია ინფიცირების 23 827 ახალი შემთხვევა. საავადმყოფოებიდან გაეწერა 21 ათასზე მეტი ადამიანი. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავაც მოსკოვზე მოდის - 3966 შემთხვევა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, რუსეთი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა COVID-19-ით დაავადების მხრივ.