Мы в Telegram
Добавить новость

Анастасия Удальцова посетила выставку-форум «Уникальная Россия»

Вильфанд спрогнозировал возврат нормальной майской температуры в Москве к 15 мая

Два автомобиля столкнулись на Северо-Восточной хорде МСД

Часть электричек из Твери изменит свое расписание, некоторые будут отменены

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მედიის ულტიმატუმი მთავრობას - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 ივლისს

მედია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს

"მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, აი, აქ დაგორდეს ჯალათ ირაკლი ღარიბაშვილის თავი“, - ამ სიტყვებით გამოვიდა რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობას დღეს დილამდე აქვს ვადა, რომ შეასრულოს პროტესტის მიზნით გაერთიანებული მედიის ულტიმატუმი, წინააღმდეგ შემთხვევაში მედია რუსთაველის გამზირზე დაბრუნდება აქციით.

აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დილით ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ნაცემი "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. 6 საათზე ათასობით ადამიანი უკვე პარლამენტთან შეიკრიბა. პროტესტი 22:00 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობით დასრულდა.

გუშინ 70-მდე მედიასაშუალებამ ერთობლივი განცხადებითაც მიმართა დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მედია მათ სთხოვს მყისიერ რეაგირებას 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობაზე.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გასაპროტესტებლად ჟურნალისტები რეგიონებშიც შეიკრიბნენ. 11 ივლისს მედიამ პროტესტის ნიშნად მიკროფონები და კამერები ძირს დადო.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დიანა ტრაპაიძე: წინა 9 წელს დაზარალებული დღეს ვამბობ - ეს მთავრობა უნდა წავიდეს-მეთქი, ყოჩაღ

ეკა მიშველაძე: სამღვდელოებავ, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, გაიკრიჭეთ წვერი და წადით, აღარ გამოხვიდეთ, არც იქადაგოთ

ვახო სანაია: ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იქამდე, რომ ვატარებთ აქციას მათ გადასადგომად

აშშ-ის საელჩო: გამოვლინდეს და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ლექსო ლაშქარავაზე ყველა თავდამსხმელი

20 არასამთავრობო ორგანიზაცია ირაკლი ღარიბაშვილისა და ვახტანგ გომელაურის გადადგომას მოითხოვს

აპატურაი ლაშქარავაზე: მას შემდეგ, რაც ბრბომ სცემა, მისი გარდაცვალება შემაშფოთებელია

 

 

ლექსო ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზა ორი მიმართულებით მიმდინარეობს

ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გუშინ საღამოს გადაასვენეს. პირველი კომენტარი გააკეთა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ, რომელმაც ცხედარი დაათვალიერა და ის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პარალელურად შეისწავლის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებს.

მისი თქმით, გარდაცვლილ ოპერატორს ორი მიმართულებით უტარდება ექსპერტიზა:

რა არის გარდაცვალების მიზეზი, რა დაზიანებები ჰქონდა მას, რა არის ამ დაზიანებების ხასიათი, არის თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაზიანებებსა და დამდგარ გარდაცვალებას შორის;

ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს მიღებული საძილე საშუალება ან სხვა რაიმე ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ხომ არ იყო.

"გვამის გამოკვლევამდე შევისწავლეთ პაციენტის სამედიცინო ბარათი. მას ჰქონდა საკმაოდ რთული ყურადსაღები ტრავმა მარცხენა თვალბუდის არეში... ჩაუტარდა ოპერაცია, ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი... დადგენილი ჰქონდა თავის ტვინის შერყევა... თავის ტვინში არანაირი სისხლჩაქცევა, რომელსაც შეიძლებოდა გამოეწვია სიკვდილი, ამ ეტაპზე გვამის გამოკვლევის დროს, ვერ იქნა აღმოჩენილი...

არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. ამას ჯერ ვერ ვამბობთ... აღებული იქნა ამავდროულად კანზე არსებული უბანი, რომელიც მიუთითებდა (არაკატეგორიულად შემიძლია ვთქვა) გარკვეულ ინიექციის კვალზე. თუმცა ამ და სხვა მიმართულებით საბოლოო დასკვნების გამოტანა, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, კატეგორიულად ვერ ვისაუბრებთ", - თქვა ალექსანდრე გეჯაძემ.

გეჯაძე ექსპერტიზის პროცესში „ტვ პირველის“ დაკვეთით ჩაერთო.

წაიკითხე მეტი.

 

 

შსს-ის მინიშნებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებზე

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი ბრიფინგი გაიმართა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებზე დაწყებული გამოძიების შესახებ. ორივე მათგანში უწყება არა პირდაპირ, თუმცა დიდი ალბათობით მინიშნებით საუბრობდა იმაზე, რომ შესაძლოა გარდაცვალება ნარკოტიკული საშუალებების შედეგად ყოფილიყო გამოწვეული.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიდეოკადრების მიხედვით, წინა დღეს ლექსო ლაშქარავა სახლში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა.

მამუკა ჭელიძემ მორიგი ვიდეო მასალაც წარადგინა, რომელიც სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული, ხოლო იმ დღის მარშრუტი ასე აღწერა:

„ტელეკომპანია პირველის" ოპერატორი - ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 სთ-ზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს. 15:31 სთ-ზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე. აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 სთ-ზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში. საიდანაც გადაადგილდება „დედა ენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში“.

წაიკითხე მეტი.

 

 

სახელმწიფო ინსპექტორი: ლექსო ლაშქარავას შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია ვრცელდება

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ დღეს დილას გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომლებზეც გარე პირებს არ შეიძლება ჰქონდეთ წვდომა. ინსპექტორი მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ გარდაცვლილის შესახებ მონაცემების გაზიარებისგან და გავრცელებისგან, ვინაიდან ეს ხელყოფს გარდაცვლილის პირად ცხოვრებას და წარმოადგენს კანონის დარღვევას.

"სოციალურ ქსელში, სხვადასხვა პირების მიერ ვრცელდება ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები - ინფორმაცია მისი დაკავების, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების, მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის, მისი სისხლის სამართლის საქმეში ამა თუ იმ სტატუსით მონაწილეობის შესახებ“, - აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი. აქვე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აღნიშნული ინფორმაცია ისეთი ადამიანების მიერ ვრცელდება, ვისაც მასზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს.

წაიკითხე მეტი.

 

 

ძალადობისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გამოყენების გამო Alt info-ს საიტი გაითიშა

ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეული, პრორუსული და ნაციონალისტური ინტერნეტპლატფორმა Alt Info-ს ვებგვერდი გაითიშა, ფეისბუკზე არსებული გვერდი კი წაიშალა. ვებგვერდზე შესვლისას გამოდის წარწერა, რომ დროებით მიუწვდომელია.

ფეისბუკმომხმარებელი როი შენგელია ამბობს, რომ მიმართა ჰოსტინგ კომპანია iPage.Com-ს და აცნობა, რომ აღნიშნული ვებგვერდი ავრცელებს სიძულვილის ენას, მოუწოდებს ხალხს აგრესიისკენ და არღვევს ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რის შემდეგაც გვერდი გაითიშა.

"ზუსტად 30 წუთში, ორგანიზაციის Abuse განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინათ აღნიშნული ვებგვერდი და შეეწყვიტათ მათი ჰოსტინგ მომსახურებით უზრუნველყოფა. Altinfo-ის ჰოსტინგ მომსახურება შეჩერებულია", - წერს ის.

გუშინვე წაიშალა ალტ-ინფოს გვერდი ფეისბუკზე. ტელეგრამის ღია ჯგუფში ამ პლატფორმის გარშემო გაერთიანებული ადამიანები წერენ, რომ "ამ მომენტში მთავრობას არანაირად არ აწყობს ალტ-ინფოს წაშლა" და აქედან გამოდის ის, რომ "ლგბტ პრაიდი აკონტროლებს ფბსაც".

წაიკითხე მეტი.

 

 

"სიყვარულით ნაკარნახევი" ძალადობა

5 ივლისს, როცა ჟურნალისტების მასობრივი ცემის პროცესი უკვე დაწყებული იყო, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა პარლამენტის შენობის წინ, მიკროფონში, ემოციურად განუმარტა ისედაც გავეშებულ ჯგუფებს, რომ ძალადობა არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ - მათი ვალდებულებაა:

„არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ - იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!“

მის მოწოდებებს იქ შეკრებილთა დიდი ოვაციები მოჰყვა და ბევრი ფიქრობს, რომ სასულიერო პირის ამ ქმედებამ იმ დღეს მომხდარი კიდევ ბევრი ძალადობის ფაქტი წაახალისა.

როდის და რა ფორმით, არ განმარტავს, მაგრამ 8 ივლისს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, რომ „მამა სპირიდონს გამოუცხადეს საყვედური“ და მანვე მოგვაწოდა სასულიერო პირის ფეისბუკლაივის ბმულიც.

თერჯოლის ვარდიგორის მამათა მონასტრის ფეისბუკგვერდზე გაშვებულ ლაივში დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი "შეცდომისთვის" ბოდიშს უხდის ეკლესიას; თუმცა ამბობს, რომ - რუსთაველის გამზირზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვები კონტექსტიდან ჟურნალისტებმა ამოჭრეს და დაამახინჯეს. ერთადერთი, რასაც ვერაფერს უხერხებს, ეს სიტყვაა - „იძალადეთ“ და შესაბამისად, შეცდომასაც, მხოლოდ ამ კონტექსტში აღიარებს.

როგორია ამ განცხადების სამართლებრივი შეფასება და ახალისებდა თუ არა საპატრიარქო თავისი განცხადებებით ძალადობას თბილისში? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Заслуженный спасатель Щетинин объяснил возможности эвакуации из автобусов

Жителям Подмосковья напомнили про добровольное страхование жилья

Анастасия Удальцова посетила выставку-форум «Уникальная Россия»

Бойца ММА Исламова отправили в СИЗО до 24 июня

Музыкальные новости

ХК «Балашиха» стал обладателем Кубка Владислава Третьяка

Лукашенко отдал куртку ветерану ВОВ на параде Победы в Москве

В связи с «желтым» уровнем в Крыму и Севастополе не выполнили приказ Шойгу

Путин встретился с Мирзиёевым в Москве

Новости России

Собянин: Количество креативных кластеров в Москве увеличилось почти в два раза

Как российские турбины потеснили Siemens

Часть электричек из Твери изменит свое расписание, некоторые будут отменены

Женщина-водитель и двое детей пострадали в ДТП в Самарской области

Экология в России и мире

Театр и дети, Культура и Россия: Об артисте госцирка Бурятии Саяне Дондокове

Как сохранить здоровье легких?

Первый лазертаг на Самуи

Яркое лето с Angsana Velavaru

Спорт в России и мире

Азаренко: Я из среды, где не принято говорить о своих чувствах, поэтому пришлось учиться

Павлюченкова официально аккредитовала на турнир в Риме двух своих собак

Финалистка юниорского Уимблдона-2023 получила временное отстранение за допинг

Анастасия Потапова вышла во второй круг турнира WTA-1000 в Риме

Moscow.media

Создание цифровых «копий» умерших близких стало популярно в Китае

Рады познакомить вас с артистами цирка Бурятии: Саян Дондоков - Театр и дети, Культура и Россия

Работники Московско-Курского транспортной прокуратуры приняли участие в торжественном мероприятии, посвященном празднованию Дня Победы

Военные следователи навели порядок на Братской могиле воинов 35-й береговой батареи в Севастополе











Топ новостей на этот час

Rss.plus






Вильфанд спрогнозировал возврат нормальной майской температуры в Москве к 15 мая

Северянка Лада Еськина – бронзовый призер первенства России по боксу

Анастасия Удальцова посетила выставку-форум «Уникальная Россия»

Бойца ММА Исламова отправили в СИЗО до 24 июня