Мы в Telegram
Добавить новость

Девятиклассники Подмосковья сдали ОГЭ по информатике, географии и обществознанию

ФОК с двумя бассейнами, хамамом и залами групповых занятий построят в Домодедове

МакКеллен допустил свое участие в съемках нового «Властелина колец»

ФМБА: Свыше 60% доноров крови являются мужчинами



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჟურნალისტები ყვებიან იმ პირებზე, რომლებიც შსს-მ მათზე ძალადობის ფაქტებზე დააკავა

ჟურნალისტები ყვებიან იმ პირებზე, რომლებიც შსს-მ მათზე ძალადობის ფაქტებზე დააკავა

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ძალადობრივი ჯგუფების ჟურნალისტებზე თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი კადრი ე.წ. მინი მოპედზე შემომჯდარი კაცია, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს მოპედი ჟურნალისტებს და ოპერატორებს დააჯახოს. ის რამდენჯერმე მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც ჟურნალისტები დგანან. რომ არა კოლეგის სისწრაფე, რომელმაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი თამარ თათარაშვილი მოძალადეს მოარიდა, თამარს მოპედი ზურგიდან შეეჯახებოდა.

შსს-ს განცხადების თანახმად, 6 ივლისს დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთი, სწორედ მინი მოპედის მძღოლია. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებს ედავება, რაც ფიზიკური ძალადობასა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

თამარ თათარაშვილი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. კონკრეტულად კი იმ ეპიზოდს, როდესაც პარლამენტის წინ შეკრებილი ძალადობრივად განწყობილი პირები, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს გამოეკიდნენ და მათ ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ:

„ერთ მომენტში, უცებ, პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების ნაწილმა, ჟურნალისტებისკენ გამოიწია. სწორედ ამ დროს გამოჩნდა მოპედიანი კაციც, რომელიც ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ანა ბროლაძეს დაეჯახა, შემდეგ ჩვენს ოპერატორს და ბოლოს ჩემსკენაც წამოვიდა. წამებში მოასწრო ჩემმა ოპერატორმა ხელის მოკიდება და ჩემი გამოწევა. ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ გადამივლიდა. ვერც გავაცნობიერე, რა ხდებოდა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ეს ადამიანი დაკავებულია. საინტერესო ისაა, რომ პოლიციის ეკიპაჟებმა დაიწყეს არა ამ პირების დაკავება, არამედ ჩვენი გარიდება. რამდენიმე ეკიპაჟი გამოვიცვალეთ, რადგან მოვლენებს ვაშუქებდით და იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებდით. როდესაც პოლიციის მეორე მანქანაში ვჯდებოდი, დავინახე, როგორ გამორბოდნენ ჩვენსკენ გაავებული კაცები. ძლივს მოვასწარი, რომ ფანჯარა ამეწია და კარი ჩამეკეტა. მივხვდი, რომ ხელში რომ ჩავვარდნოდი, არ დამინდობდნენ“.

როგორც თამარი ამბობს, პოლიციამ გადაწყვიტა, რომ უკონტროლო სიტუაციიდან გამოსავალი, ჟურნალისტების ტერიტორიიდან გარიდება იყო და არა მოძალადეების დაკავება:

„როგორც მივხვდი, ერთადერთი საზრუნავი, რაც პოლიციას ჰქონდა, იყო ის, რომ ჩვენ გავეყვანეთ იქიდან, რადგან ფაქტი იყო, რომ არავის დაინდობდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ჟურნალისტური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ამ დრომდე, არავის უფურთხებია სახეში. და რის გამო? ერთადერთი რამის გამო, რომ ვიდექით და ჩვენს საქმეს ვაკეთებდით“.

კიდევ ერთი პირი, რომელმაც რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებზე იძალადა, 6 ივლისს, გამთენიისას დააკავეს. ის ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, დროშის ტარით გაუსწორდა. კაცმა ჟურნალისტს დროშა რამდენჯერმე ჩაარტყა. მაკო ამბობს, რომ 5 ივლისი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვერ დაიცვეს სამართალდამცავებმა ჟურნალისტები ძალადობრივი ჯგუფებისგან.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად მაკო დილიდანვე გავიდა. ის ტელეფონით მუშაობდა და პერიოდულად ე.წ. ლაივებს რთავდა. სწორედ ამ დროს იქცა მაკო ძალადობის მსხვერპლად:

„სხვადასხვა დროს, სხვადასხვა აქციის გაშუქებისას, ჩემს მიმართ ყოფილა აგრესია, მაგრამ ძალადობის მსხვერპლი არასდროს გავმხდარვარ. გუშინ, თავად მიწევდა პოლიციის ძებნა, რომ მათთან მივსულიყავი და თავი შემეფარებინა. ლაივი მქონდა ჩართული, აღვწერდი პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს. ესმოდათ, რასაც ვლაპარაკობდი. ცხადია, ჩემი მონათხრობი მათთვის მიუღებელი იყო. თავდაპირველად, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მაგინებდნენ, თუმცა, მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცოტა ხანში, შევამჩნიე, რომ მათმა ნაწილმა ჟურნალისტებზე ძალადობა დაიწყო. როდესაც ამის შესახებ დავიწყე პირდაპირ ეთერში მოყოლა, ამან, როგორც ჩანს, გარშემომყოფებში აგრესია გამოიწვია. უცებ აღიმართა ჩემს წინ ორჯერ ჩემზე მაღალი კაცი, ხელში ეროვნული დროშით. სახეშეშლილი მიყურებდა. ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. მაშინვე დავაპირე გავცლოდი და როგორც კი შევტრიალდი, დროშის ტარი ჯერ თავში ჩამარტყა და შემდეგ ზურგში. მივხვდი, რომ იმ მომენტში ჩემს დაცვას იქ ვერავინ მოახერხებდა, და ლაივშიც ვამბობ, კარგი, კარგი, ვთიშავ-მეთქი“.

მაკომ საჩივრით თავად მიმართა პოლიციას. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ჟურნალისტმა 5-6 ივლისის ღამე პოლიციაში, გამოკითხვაზე გაატარა. ის ფიქრობს, რომ სამართალდამცავებმა მოძალადე სწორედ მის მიერ გადაღებული კადრებიდან ამოიცნეს:

„ჩემს კადრებში ძალიან კარგად ჩანს ეს პირი და პოლიცია, მონდომების შემთხვევაში, მას აუცილებლად იპოვიდა. ეს მაინც უნდა ექნათ. შეიძლება ითქვას, რომ პოლიციამ 5 ივლისს ამ ადამიანს ჩემი თავი აცემინა და ახლა რამენაირად უნდა დაეკავებინათ. არ დაველოდე გამოძიების დაწყებას და დამოუკიდებლად, გუშინვე მივმართე შსს-ს, მივეცი მათ დეტალური ჩვენება, რა იყო და როგორ იყო. ეს პირი გამთენიისას დააკავეს. მან არ ისურვა პირისპირ ამომეცნო, ამიტომ ფოტოს საშუალებით ამოვიცანი. არასდროს დამავიწყდება ეს კაცი, რომელიც მემუქრებოდა და ფიზიკურად გამისწორდა. როგორც ვიცი, მან აღიარა დანაშაული და მისი ქმედება ასე განმარტა, რომ თითქოს ის გააღიზიანა კამერამ და ტელეფონის გადაგდება უნდოდა. თუმცა, ეს ტყუილია, რადგან მე ტელეფონის კამერა მოვაცილე და კამერას კი არა, მე ჩამარტყა“.

დაზარალებული ჟურნალისტების უფლებების დაცვის პროცესში აქტიურადაა ჩართული „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ამ დროისათვის, ორგანიზაცია 11 ჟურნალისტის ინტერესს იცავს. ნონა ქურდოვანიძე, საიას იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. ამ ეტაპისათვის, ორგანიზაციის იურისტები ჟურნალისტების ნაწილთან ერთად გამოკითხვებზე იმყოფებიან. ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, პროცესი ქაოტურად მიმდინარეობს:

„ეს პროცესი საკმაოდ არაორგანიზებულ სახეს ატარებს, რადგან როდესაც უნდა მომხდარიყო კონკრეტული პირების გამოკითხვა, პროცესი შეფერხდა. ნაწილი მათგანი დაბარებული იყო შსს-ს სხვა განყოფილებაში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც ელოდებოდნენ გამოკითხვის დაწყებას, მაგრამ მოგვიანებით აცნობეს, რომ შეიცვალა ადგილი და მათ დიღომში, პოლიციის სამმართველოში გამოკითხავდნენ. გამოკითხვების ნაწილი გადაიდო. ასეთი არაორგანიზებულობის კონკრეტული მიზეზის თქმა მიჭირს. როგორც შსს-ში ამბობენ, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა პოლიციის სამმართველოს, თუმცა აშკარად შეინიშნება ქაოსურობა. ეს შესაძლოა, დაზარალებულთა რაოდენობით იყოს გამოწვეული, თუმცა, ეს ამით გამართლებული მაინც ვერ იქნება“.

ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციითვე, იმ 11 ჟურნალისტიდან, რომლებსაც ისინი იცავენ, ამ ეტაპზე, მხოლოდ ორი ჟურნალისტია დაზარალებულად ცნობილი. მათთვის ასევე უცნობია, დაკავებულია თუ არა ვინმე მათი დაცვის ქვეშ მყოფ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე.

იურისტს მიაჩნია, რომ გარდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე გამოძიებისა, უნდა შეფასდეს 5 ივლისს, რუსთაველის გამზირსა და სხვა ძალადობის ადგილებზე, პოლიციის ქმედებები:

„ჩვენ მხოლოდ კონკრეტული პირების ქმედებების შეფასებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. მთელ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ჟურნალისტების ხაზგასმა, რომ ადგილებზე, პოლიციელთა რაოდენობა იყო ძალიან ცოტა. მათი მხრიდან, ინციდენტების დროს არ იყო შესაბამისი ჩართულობა. ამიტომ, ამ მიმართულებით გამოძიების წარმართვა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ჩატარდეს გამოძიება, იყო თუ არა პოლიციის მობილიზება საკმარისი. უნდა შეფასდეს, იყო თუ არა მათი გუშინდელი საქმიანობა სწორად დაგეგმილი და ასევე არა მხოლოდ დაგეგმვის და რაოდენობის გამოკვლევა უნდა მოხდეს, ასევე არ უნდა დარჩეს შეფასების მიღმა გარკვეული პოლიციელების ქმედებებიც“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 ივლისის დილის 11 საათის მონაცემებით, ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, სამი პირია დაკავებული. დაკავებულებს საგამოძიებო უწყება "მთავარი არხის", "ტაბულას", "რუსთავი 2-ისა" და "ნიუპოსტის" ჟურნალისტებზე თავდასხმას ედავება. ამ საქმეზე გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა) და 126-ე მუხლის 1 ნაწილით (ძალადობა) გრძელდება. 

დაკავებულთაგან ორი, წარსულში ნასამართლევია. მათ ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, შსს-ს თანახმად, 55 ადამიანზე იძალადეს. მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან რადიო თავისუფლების რეპორტიორებიც, თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, "მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები".

გარდა სისხლის სამართლის კოდექსით ჩადენილი დანაშაულისა, შსს-ს ცნობით, 5 ივლისს, პოლიციამ ძალადობის ფაქტებში მონაწილე 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. დაკავებულების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, სადაც დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე მსჯელობენ. დღის 3 საათის მონაცემებით, ერთ-ერთ დაკავებულს სასამართლომ უკვე შეუფარდა სამდღიანი პატიმრობა. მას პოლიცია დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებოდა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გარშემო, გარდა ჟურნალისტებზე ძალადობისა, სხვა კანონდარღვევებზეც მიმდინარეობს გამოძიება. ესენია: მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისებზე თავდასხმას;

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან, სადაც "თბილისი პრაიდის' ორგანიზატორები იყვნენ შეფარებულები, სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქების ფაქტს, რამაც ერთი მოქალაქის დაზიანება გამოიწვია.

5 ივლისს მოძალადე, აგრესიული ჯგუფები „ღირსების მარშის“ კონტრაქციაზე დილიდანვე შეიკრიბნენ. მათ აშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ჩამოადგეს ევროკავშირის დროშა, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ცდილობდნენ „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრასაც. მთელი დღის განმავლობაში ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა. მოგვიანებით „ღირსების მარში“ ორგანიზატორებმა გააუქმეს. მათ კონტრაქციებსა და სიძულვილის ჯგუფების ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი უწოდეს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Мостовой назвал сборные, за которые будет переживать на Евро-2024

Источник 360.ru: женщина пострадала при обрушении балкона в Москве

Указом Путина авторы технологий трансплантации органов получат госпремию

В Подмосковье определили победителей конкурса на лучший дизайн карты «Стрелка»

Музыкальные новости

Победителями первого сезона шоу «Сокровища императора» на ТНТ стали Мария Миногарова и Парур Хачатуров

Фильм для всей семьи «Голос из космоса» при поддержке Детского радио

Свыше половины российских работодателей поощряют трудоголизм

Псков вошел в топ-5 городов, которые туристы больше всего ассоциируют с Россией

Новости России

КАРАБАХ. Хакан Фидан в России: вступит ли Турция в БРИКС?

Захарова предупредила Запад об ответных мерах на санкции против журналистов из РФ

Кемеровского хулигана задержали в Москве

Грузия запланировала восстановление дипломатических отношений с Россией

Экология в России и мире

Roberto Cavalli, коллекция Resort 2025

Bel Suono представят в Зеленом театре ВДНХ специальную программу «Три рояля под открытым небом»

«Школа вожатых» прошла в школе №7 в Реутове

Финансовый эксперт Светлана Петрова: как совместить бизнес и семью

Спорт в России и мире

Глава ATP вручил Яннику Синнеру награду первой ракетки мира

Калинская поддержала Синнера после поражения на "Ролан Гаррос"

Джокович обратился к Алькарасу после победы на «Ролан Гаррос»

Федерер рассказал о недооценке Джоковича на старте карьеры

Moscow.media

Сегодня свой 70-летний юбилей отмечает Заслуженный спасатель Российской Федерации Якубовский Валерий Иванович

Американский инсулин “Хумалог” больше не будут поставлять в РФ

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Соцфонд выдал проактивно 3,2 млн сертификатов на материнский капитал

Парадоксы двойного стандарта











Топ новостей на этот час

Rss.plus






ЧЕЧНЯ. В Москве прошла рабочая встреча Магомеда Даудова с Юнус-Беком Евкуровым

Британские ученые назвали продукты, от которых начинаются депрессия и тревожность

Захарова предупредила Запад об ответных мерах на санкции против журналистов из РФ

Кемеровского хулигана задержали в Москве