Добавить новость

Самые редкие имена новорожденных назвали в Королеве в 2024 г

В Подмосковье установили около 1 км ограждений вдоль ж/д путей с января

Загрутдинов: дольщикам передано более 500 ключей в проблемных ЖК

Выпущены градостроительные планы земельных участков для возведения частных домов в ТиНАО



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება არ მქონდა - ინტერვიუ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძესთან

„ევროპული საქართველოს“ აწ უკვე ყოფილი წევრი, ტარიელ ნაკაიძე 19 მაისიდან საპარლამენტო ცხოვრებაში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ერთვება; თუმცა არ გამორიცხავს სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობას საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან. როგორც დეპუტატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ყოფილ თანაგუნდელებს ის ცივილიზებულად დაემშვიდობა და იწონებს კიდეც „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ყოფილი ხელმძღვანელი პარლამენტში უმცირესობათა უფლებების დაცვას გეგმავს.


რადიო თავისუფლება: თქვენ იყავით „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და თავს იკავებდით პარლამენტში შესვლაზე - რას ეყრდნობა თქვენი ეს ბოლო, საპირისპირო გადაწყვეტილება?




გუშინ (18 მაისს) იყო „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება - არ ჩაერთოს პარტია საპარლამენტო საქმიანობაში. ეს გადაწყვეტილება პარტიამ ერთხმად მიიღო. ამის შემდეგ, მე გავიარე კონსულტაციები პარტიის ხელმძღვანელობასთან და დავაფიქსირე ჩემი მოსაზრებები, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი ჩემი საპარლამენტო საქმიანობა. მაქვს დიდი გამოცდილება და სერიოზული ბექგრაუნდი...


ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტში უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც უმცირესობათა უფლებებს დაიცავენ. სწორედ ამან მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ შევიდე პარლამენტში. თუმცა მე ვიწონებ პარტიის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ პოლიტსაბჭოს მიერ იქნა მიღებული.


რადიო თავისუფლება: შედიხართ პარლამენტში და პარალელურად, იწონებთ პარტიის გადაწყვეტილებას პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით...


დიახ, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწონა ჩემმა გამოცდილებამ, წარსულმა და მიზანმა - წარმოვადგენდე უმცირესობებს პარლამენტში. პარტიამ აირჩია სხვა გზა პოლიტიკურ ასპარეზზე და ვფიქრობ, რომ ეს დასაფასებელია.


ამ ნაბიჯს საბოლოო შეფასებას მისცემს ამომრჩეველი არჩევნებზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარტიისთვის. მე კი სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება უბრალოდ არ მქონდა.


რადიო თავისუფლება: „ევროპულმა საქართველომ“ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომამდე არ იცოდა?


ჩემი გადაწყვეტილება მათ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გავაცანი, რადგან თუ პოლიტსაბჭო მიიღებდა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას, მე იქ „ევროპული საქართველოს“ სახელით ვიქნებოდი წარმოდგენილი.


რადგან გადაწყვეტილება სხვაგვარად იქნა მიღებული, მე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევალ.


რადიო თავისუფლება: შესაბამისად, პარტიაც დატოვეთ...




კი, რადგან ჩვენი პოზიციები შეუთავსებელი იყო. ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ეს იყო.


რადიო თავისუფლება: უსიამოვნო, დაძაბული საუბარი ხომ არ გქონდათ თქვენს ძველ თანაგუნდელებთან? ისინი, ალბათ, გახარებული არ არიან თქვენი გადაწყვეტილებით.


არა, ნამდვილად არ გვქონია უსიამოვნო საუბარი. ძალიან ცივილიზებულად მოხდა ჩვენი პოზიციების დაფიქსირება. ჩვენ ვაფასებთ ერთმანეთის პოზიციებს. რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა იყო და ეს დემოკრატიის ნაწილია. შეურაცხმყოფელი არაფერი ყოფილა ჩვენს შორის.


რადიო თავისუფლება: უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას აპირებთ პარლამენტში? გაქვთ თუ არა უკვე სამოქმედო გეგმა?


სამოქმედო გეგმა ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდშიც გვქონდა - თუ გავიმარჯვებდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. მე წარმოვადგენ თემს, უმცირესობას, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. პარლამენტში სხვადასხვა დროს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად ლაპარაკობდნენ უმცირესობების პრობლემებზე, მაგრამ მე ეს პრობლემები საკუთარ თავზე ვიგრძენი და ვიწვნიე.


პარლამენტში წამოვჭრი არაერთ საკითხს. თუნდაც, რაც ბოლო დღეებში დმანისში მოხდა, მე შევეცდები სწორად და კარგად მივიტანო ეს პრობლემა შესაბამის სტრუქტურებამდე. კარგად უნდა იყოს აღქმული, რომ ეს მხოლოდ ყოფითი პრობლემა არ არის კომპლექსური, სიღრმისეულად განსახილველი პრობლემა.


შესაბამისად, მე ჩავერთვები ყველა იმ აქტივობაში, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს - საკანონმდებლო მიმართულებით თუ სხვა.


რადიო თავისუფლება: პარლამენტში ამ ეტაპისთვის წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიებიდან რომელიმესთან ხომ არ გეგმავთ თანამშრომლობას?


ამ ეტაპზე მსგავსი რამ წინასწარ არ მაქვს გადაწყვეტილი. თუმცა, თუკი დავინახავ, რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობის ფორმატში მეტის გაკეთებაა შესაძლებელი და მეტ შანსს მაძლევს ჩემს საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ამაზეც ვიფიქრებ.


რადიო თავისუფლება: მათ შორის, ფრაქციაში გაწევრიანებასაც გულისხმობთ?


ყველა ფორმატი შეიძლება გამოვიყენო, რაც მეტის გაკეთების შესაძლებლობასა და შანსს მომცემს.


რადიო თავისუფლება: რაიმე გეგმა ხომ არ გაქვთ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით? თუ გიფიქრიათ, რომელ პარტიას დაუჭერთ მხარს ან ვისთან ერთად დადგებით?


ჯერ არც ამ მიმართულებით მიფიქრია. სულ რაღაც მეორე დღეა, რაც პარტია დავტოვე. აქამდე ვფიქრობდი, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად გავაგრძელებდი ამ ყველაფერს, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.




ახლა მჭირდება გადალაგება ჩემს ამომრჩეველთან, მხარდამჭერებთან ერთად. თუმცა რადგან გადავწყვიტე და შემოვედი პოლიტიკაში, ვფიქრობ, რომ უნდა ვიყო აქტიური...


მე ზოგადად ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ურთიერთობა მქონდეს ხალხთან, რეგიონებში. ბევრი რამ ვიცი, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესად შევისწავლი პრობლემებს და ვიფიქრებ, როგორ გამოვიყენო საპარლამენტო მანდატი ამ პრობლემების გადასაწყვეტად. მე დავანახებ ხალხს, რომ პოლიტიკოსები არ არიან მხოლოდ თბილისში და არიან რეგიონებშიც.


რადიო თავისუფლება: უგულშემატკივრებთ თქვენს ძველ პარტიას - „ევროპულ საქართველოს“?


ღირებულებითი თვალსაზრისით „ევროპული საქართველო“ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტიაა - დასავლური ღირებულებებითა და დემოკრატიული პრინციპებით. თუ მოხდა ისე, რომ ჩვენ მოგვიწია შემდგომი ურთიერთობები, რა თქმა უნდა... მაგრამ თუკი ჩვენ მოვხვდებით სხვადასხვა ბანაკში, რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური პაექრობა - ცივილიზებულ და დემოკრატიულ ვითარებაში.


რადიო თავისუფლება: აპირებთ, რომ ხელი მოაწეროთ ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებას“?


ვფიქრობ, არ ვარ ვალდებული, რომ ხელი მოვაწერო „მიშელის შეთანხმებას“. განსაკუთრებით არ მომწონს თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ანი ბარიერის პრინციპი, რომელსაც მიება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა.


მაგრამ მე მაინც შევეცდები, რომ ამ ახალ მოცემულობაში დავუდგე მხარში ოპოზიციურ პარტიებს და მაქსიმალურად ვიბრძოლო ამისთვის. მგონი, არც ვალდებულება მაქვს და თავს შევიკავებ, რომ არ მოვაწერო ხელი ამ შეთანხმებას.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Ученые объяснили, почему пиво опаснее крепких алкогольных напитков

В Казахстане растут объемы биржевых торгов рублем и ...

Автомобили могут значительно подорожать в России

Он всю жизнь ковал славу СССР, а спас его Запад — там сделали операцию бесплатно! История о легенде ЦСКА Тарасове

Музыкальные новости

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Социальный фонд выплатит остатки материнского капитала менее 10 тысяч рублей

Шедевры Георгия Гараняна исполнит Денис Мацуев. Relax FM рекомендует

Офицеры Управления Росгвардии по Ивановской области стали призерами Чемпионата Центрального округа

С номером 666. Audi влетела в фуру на скорости 300 км/ч в Подмосковье

Новости России

Первое армянское название в Москве

Автомобили могут значительно подорожать в России

Какая погода будет в октябре 2024 года: прогноз погоды в Москве и регионах

Загадка раскопок в Якутске: что написали якутяне 17 века на берестяных грамотах?

Экология в России и мире

Чемпионы Дона по киокусинкай провели турнир в Marins Park Hotel Ростов

Евгения Вершинина: 5 модных трендов этой осени

Пластический хирург Александр Вдовин: как избавиться от мешков под глазами

От аспирина до фосарбина. За что любили народного академика Арбузова?

Спорт в России и мире

Даниил Медведев обыграл Гаэля Монфиса и вышел во 2-й круг турнира ATP-500 в Пекине

Хуркач пожертвует по €100 за каждый эйс пострадавшим от наводнения

Пекин (ATP). 2-й круг. Котов сыграет с Коболли, Сафиуллин – с Синнером, Медведев – с Маннарино

Токио (ATP). 1-й круг. Хуркач сыграет с Гироном, Берреттини – с ван де Зандшульпом

Moscow.media

В Москве ежегодно состоялся юбилейный, всероссийский, патриотический гала-концерт «Проза и поэзия» «Россия - семья семей»

В Екатеринбурге показали, как будет выглядеть обновленный сквер Бориса Рыжего

Жизнь-штука полосатая...

Для ремонта дорог в Петербурге в 2025 году ищут подрядчиков











Топ новостей на этот час

Rss.plus






«Слушайте свое сердце»: что такое кармические отношения и как их обрести

Ученые объяснили, почему пиво опаснее крепких алкогольных напитков

В Казахстане растут объемы биржевых торгов рублем и ...

СИРИУС НА ФЛЕШКЕ? ЕВРОПУ НАДО СПАСАТЬ ОТ НАТО?! Россия, США, Европа могут улучшить отношения?! Очень полезные советы Высшего Всенародного Президента.