Добавить новость

Грузовик на полном ходу влетела в отбойник на МКАД

Восемь школьников из Химок стали призерами всероссийской олимпиады

Патриарх Кирилл заявил, что иконы начинают «болеть» только в музеях

Поезда дальнего следования перевезли 10 млн пассажиров с вокзалов столицы с начала года



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბეტონის მონსტრები ჩვენთან - ბრუტალიზმი ქართულ არქიტექტურაში

ბეტონის მონსტრები ჩვენთან - ბრუტალიზმი ქართულ არქიტექტურაში

ბრუტალიზმზე ამბობენ, რომ ის იგივეა არქიტექტურაში, რაც ტექნო მუსიკაში. ბრუტალისტური შენობები სწორხაზოვანია და მასშტაბურია. ამ სტილს ძირითადად ინსტიტუციების შენობების დაპროექტებისას იყენებდნენ. მათი გარდასახვა და იერსახის შეცვლა რთულია სახასიათო ფორმების გამო, დანგრევა კი შესაძლოა იმაზე ძვირი დაჯდეს, ვიდრე ახალი შენობის აშენება - სწორედ მასშტაბური სტატიკა ქმნის მიზიდულობასაც და თავზარსაც ეს სცემს მნახველს.

“ბეტონის მონსტრები” - ასე იხსენიებენ ბრუტალურ შენობებს მკვლევარები, როცა საუბრობენ მათ უნიკალურობაზე, შთამბეჭდაობასა და სილამაზეზე.

საქართველოში სულ რამდენიმე ბრუტალისტური ნაგებობაა საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული და მათი ნახვა უცხოელებს უფრო იტაცებს, ვიდრე ჩვენ - ადგილობრივებს. ტურები, რომელიც ბრუტალისტური ნაგებობების ხიბლის გამო იგეგმება, უცხოელებს არა მხოლოდ ამ კონკრეტული შენობების ნახვას, არამედ არატურისტული ადგილების და ყოველდღიური ცხოვრების გაცნობის საშუალებასაც აძლევს.

ამგვარი ტურები იკვლევს და წარმოაჩენს ქალაქის ტრანსფორმაციას, ცხოვრების წესის ცვლილებებს, ესთეტიკას და საჭიროებებს. თუ გაინტერესებთ, როგორი ურთიერთობა აქვთ ამ ქალაქში ადამიანებს შენობებთან, როგორ იცავენ, იცნობენ და იყენებენ მათ, როგორ აისახება დრო სტილსა და ფუნქციაზე - შეგიძლიათ ეს ტური თქვენც გაიაროთ.

ბრუტალური არქიტექტურის ტურებს საქართველოში როგორც წესი არაქართველები აწყობენ და ხშირად მოსანახულებელი ადგილების სიაში არაბრუტალურ, უბრალოდ საბჭოთა დროს აგებულ შენობებსაც შეხვდებით.

“ბრუტალისტური არქიტექტურა 50-იანი წლების ბრიტანეთში წარმოიშვა და უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეკონსტურქციულ პროექტებს, რომლებიც ამ დროს ხორციელებოდა. შემდეგ ეს სტილი და ესთეტიკა გავრცელდა სხვა ქვეყნებში და მათ შორის საბჭოთა კავშირშიც. 80-იანი წლებიდან უკვე იწყება კრიტიკა ამ არქიტექტურის იმის გამო რომ დიდი ბეტონის ზედაპირები და ამ შენობების იერ-სახე მოქალაქეებში იწვევდა ნეგატიურ დამოკიდებულებას. პრინციპში ეს დღემდე ასეა” - გვეუბნება ხელოვნებათმცოდნე ანა ჩორგოლაშვილი.

თუკი არავის მოსწონს ბრუტალური შენობები, რატომ არის მის მიმართ ასეთი ინტერესი? - არქიტექტორი ნანა ზაალიშვილი “იდააფ არქიტექურიდან” გვეუბნება, რომ აქ მთავარი ფაქტორი დროა. უკვე იმდენი დრო გავიდა პირეველი ბრუტალისტური შენობების აშენებიდან, რომ ის ეგზოტიკური და საინტერესო გახდა, ახლა აღარავინ ითხოვს ამ შენობაში იცხოვრო ან გქონდეს ოფისი, ახლა შეგიძლია ეს შენობები უბრალოდ დაათვალიერო, იკვლიო, ერთმანეთს შეადარო.

“ეგეთი გამოთქმა არსებობს: “მამების თაობა არ მოგვწონს, მაგრამ პაპების თაობა გვიყვარს”. დაახლოებით იგივე ხდება არქიტექტურაშიც სტილების მიხედვით - გაინტერესებს ის, რაც არ გახსოვს, რა იყო. ასეთს აღარ ააშენებ, ვეღარც ააშენებ, მაგრამ გინდა გაიგო რა ხდებოდა მაშინ, უკვე ისტორიაა” - ამბობს ნანა ზაალიშვილი.

საქართველოში ბრუტალისტურ ნაგებობებს ადგილობრივი მოსახლეობის მსგავსად არც სახელმწიფო მიიჩნევს განსაკუთრებული ღირებულების მქონე შენობებად - ამის დასტურია მაგალითად “საბჭოთა ბეტმენის” სრულად განადგურებული პანო თბილისში, ყოფილი ინდუსტრიულ-პედაგოგიკური ტექნიკუმის შენობაზე. ამ შენობის ნაწილი ახლა კოლეჯ “იკაროსს” ეკუთვნის, ნაწილში დევნილები ცხოვრობენ, თავად პანომ კი, რომელიც ზურაბ წერეთლის ადრეული პერიოდის ნამუშევარია, 2018 წლიდან დაიწყო “გაქრობა”.

არც ამ ნაგებობას და არც თბილისში მდებარე სხვა ბრუტალისტური სტილის შენობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს, რაც მათ დაცვას ართულებს. ბრუტალისტური შენობების დაცვის საკითხი აქტუალური პრობლემაა არა მარტო საქართველოში. მსოფლიოში მოქმედებს გლობალური ქსელი #sosbrutalism, რომელიც წარმოადგენს ბრუტალური არქიტექტურის ბაზას და ადვოკატირებს ამ შენობების დაცვის კამპანიებს სხვადასხვა სახელოვნებო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გამოსცემს პუბლიკაციებს და აწყობს ლექციებს. თუმცა ბრუტალისტური შენობების დიდი ნაწილი მანამ განადგურდა, სანამ ამგვარი ქსელები შეიქმნებოდა და ამუშავდებოდა.

საქართველოში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ბრუტალურად მიჩნეული შენობების ნუსხის სიზუსტე. მაგალითად, ნანა ზაალიშვილი თვლის, რომ ყოფილი გზების დეპარტამენტის შენობა და რიტუალების სასახლე არ შეიძლება ბრუტალიზმად მივიჩნიოთ და ისინი კლასიკური მოდერნისტული შენობებია.

“ბევრმა შეიძლება დაუძახოს ბრუტალისტური არქიტექტურა 60-70-იანი წლების არქიტექტურას, მაგრამ ჩახავას და ჯორბენაძის შენობები ჩემთვის ბრუტალიზმთან არ ასოცირდება. ბრუტალური არქიტექტურა თავისი არსით არის დამთრგუნველი, უხეში, მასიური და ეს შენობები არ გიქმნის დისკომფორტს. არქეოლოგიის მუზეუმის შენობა, ვარდების მოედანზე კავშირგაბმულობის სამინისტროს ყოფილი შენობა, ყოფილი იმელი, “არაშენდას” კორპუსი თემქაზე შეძლება მივიჩნიოთ ბრუტალიზმად” - ამბობს ნანა ზაალიშვილი. ის თვლის რომ ამ არქიტექტურულმა მიმართულებამ თავისი თავი ბევრი წლის წინ ამოწურა.

ნანა ზაალიშვილი იხსენებს რამდენიმე ბრუტალურ შენობას, რომელსაც სხვადასხვა ბედი ეწია, მაგალითად ლონდონში 1972 წელს არქიტექტორ ელისონ და პიტერ სმითსონების მიერ აშენებული “Robin Hood Gardens” რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს, როგორც გამოუსადეგარი, არაკომფორტული ნაგებობა მაღალი კრიმინალის შემთხვევებით. ამ შენობის დანგრევა საზოგადოების ნაწილისთვის ვანდალიზმად შეფასდა, მეორე ნაწილი კი ბედნიერი იყო “კრიმინალის ბუდის” განადგურებით.

განსხვავებული ბედი ხვდა წილად “The Barbican Center”-ს ლონდონში, რომლის გამწვანებასა და გაცოცხლებაზეც წლების განმავლობაში მუშაობდნენ და დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი, კულტურული ფუნქციით დატვირთული და პოპულარული ადგილია იმის მიუხედავად, რომ თავად ნაგებობა ბევრი კიბეებით, პატარა ფანჯრებით და მასიური კედლებით მაინც ქმნის გარკვეულ დისკომფორტს ვიზიტორებისთვის.

 

“ეს ძალიან დიდი არქიტექტურული მიმდინარეობაა და ბევრი წელია პოსტსაბჭოთა, პოსტსოციალისტურ ქვეყნებში მიდის მსჯელობა იმაზე, როგორ შეიძლება მოხდეს ამ არქიტექტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია, ეძებენ მისი ხელახალი გამოყენების გზებს. ეს პროცესები რაღაცნაირად აისახა ჩვენს რეალობაშიც” - ამბობს ხელოვნებათმცოდნე ანა ჩორგოლაშვილი. მისთვის ხელახლა გაცოცხლების კარგი მაგალითი ყოფილი გზების სამინისტროს შენობაა და თვლის, რომ არანაკლებ საინტერესო სივრცედ შეიძლება გადაიქცეს მაგალითად ყოფილი ინდუსტრიულ-პედაგოგიკური ტექნიკუმის შენობა და სხვა ნაგებობიც, თუკი იქ შესაბამისი კვლევა ჩატარდება და პროექტები მომზადდება.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბრუტალური შენობები იმ რეჟიმის კვლევის ინსტრუმენტადაც იქცა, რომელიც ფიზიკურად აღარ არსებობს. პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამ დრომდე ზიდავენ საბჭოთა მემკვიდრეობის სიმძიმეს და ეს შენობები და მათი ფუნქციური თუ გარეგნული ტრანსფორმაცია იმასაც წარმოაჩენს, რომელი ქვეყანა როგორ ახერხებს საბჭოთა მემკვიდრეობასთან თანაცხოვრებას და უახლესი ისტორიის შეფასებას. თბილისის ბრუტალური ნაგებობების ნაწილი კერძო საკუთრებაა, რაც როგორც ანა ჩორგოლაშვილი ამბობს, ართულებს მათი გაცოცხლების და ახალი ფუნქციით დატვირთვის პროცესს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В ставропольском колледже рассказали, как стать медсестрой в косметологии

Предложение новостроек премиум-класса в Москве выросло на 73% за пять лет

Почта Банк: россияне на 45% снизили траты в duty free

РЖД: пассажиров поезда № 511 Воркута — Новороссийск отправили в пункты назначения

Музыкальные новости

Мурино лидирует среди городов России по самой высокой концентрации студий

Состоялась церемония вручения премии Men Today Trends

Если спорт – это мир, то баскетбол – целая жизнь: президент РФБ Андрей Кириленко о карьере спортсмена, медийности и стратегических планах развития

Путин наградил погибшего при защите храма в Дербенте протоиерея орденом Мужества

Новости России

На причалах Москвы пройдут тренировки проекта «Спортивные выходные»

Юрист раскрыл, что грозит "Аполлону" в стрингах, загоравшему на детской площадке в Москве

Во Франции заявили о готовности поддерживать Киев при одном условии

На полную ставку. Льготная ипотека на кредиты в новостройках закончилась

Экология в России и мире

Познание мышления мозга

На Мальдивы – со скидкой

СберСтрахование застраховала крупные предприятия на Урале почти на 2 трлн рублей

Ледяная ловушка: доктор Кутушов рассказал про опасность мороженого в жаркую погоду

Спорт в России и мире

Джокович прилетел из Лондона на игру сборной Сербии с датчанами

Зарина Дияс сотворила громкую сенсацию на Уимблдоне-2024

Хачанов уступил Руне на предуимблдонском выставочном турнире в Харлингеме

Рейтинг WTA. Калинская дебютировала в топ-20

Moscow.media

В Москве пройдет 19-я выставка «Интеравто»

Состоялась церемония вручения премии Men Today Trends

ТСМ готовит полигон для конкурса механизаторов

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали гражданина, объявленного в федеральный розыск











Топ новостей на этот час

Rss.plus






Добыча природного газа в России за май 2024 г. увеличилась на 9%

РЖД: пассажиров поезда № 511 Воркута — Новороссийск отправили в пункты назначения

В ставропольском колледже рассказали, как стать медсестрой в косметологии

Предложение новостроек премиум-класса в Москве выросло на 73% за пять лет