პოლიციამ კახეთის გზატკეცილზე საწვავის ფასის გასაპროტესტებელ აქციაზე 7 პირი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა და მოძრაობის შეფერხება სცადეს.
"უკიდურეს ზომამდე მიგვიყვანეს, რომ გზა გადავკეტეთ... ამ ყველაფრის გამო რამდენიმე ადამიანი დაგვაკავეს", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებული.
დაკავებულები ამბობენ, რომ მათ 200-ლარიანი ჯარიმა დაუწერეს. ყველა მათგანი თავისუფალია.