Мы в Telegram
Добавить новость

Горожан приглашают принять участие в сап-регате и рыболовном турнире

Помощью при переезде по программе реновации в Москве воспользовались 5 тысяч семей

Итоги работы Общественной палаты за 4 года подвели в Мытищах

В Красногорске продолжается поставка медоборудования для детского центра

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ლამპრებიანი თებერვალი

ლამპრებიანი თებერვალი

წელს ლამპრობა ტურისტების გარეშე ჩატარდა. ვერც გვიანობამდე დარჩა ხალხი, 9 საათზე ყველა სახლში იყო. სხვა მხრივ, ეს ისევ ის დღესასწაულია, რომელიც სვანეთის სოფლებში ყოველწლიურად ტარდება. ამბობენ, რომ ადრე საქართველოს სხვა კუთხეებშიც ტარდებოდა, განსაკუთრებით მთაში, მაგრამ დროთა განმავლობაში მხოლოდ აქ შემორჩა.

ლამპრობადღეს სვანეთში ცალკე სუფრაზე ზრუნავენ, ცალკე - შეშაზე. ხის ნაჭრების კონა, რომელიც გარდაცვლილი ახლობლების საფლავზე უნდა დაინთოს, არყის ხის ტოტებისგან მზადდება. შებოჭავენ და ღუმელთან გასაშრობად დებენ, ასე უფრო ადვილად მოეკიდება.

„გადმოცემის თანახმად, ქრისტეს ავაზაკები დაედევნენ, არყის ხემ კი ტოტები ჩამოუშვა და დაიფარა. ქრისტემ აღუთქვა ხეს, რომ მას ადამიანის სულის მოსახსენიებლად გამოიყენებდნენ. ამიტომაც ამზადებენ ლამპარს არყის ტოტებისგან“, - ამბობს რუსუდან ჯაფარიძე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის წარმომადგენელი.  

მიცვალებულებთან მიაქვთ საჭმელიც: კუბდარი, პური, ღვინო, სხვადასხვა კერძი... რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ბოლოს ისევ ცოცხლები მიირთმევენ - ოჯახის წევრები და გამვლელ-გამოვლელი. ლამპრობის სუფრაზე ყველა  ერთმანეთს ეპატიჟება. აქ ხშირად ნახულობენ დიდი ხნის უნახავ ნაცნობებს, რომლებიც სვანეთში სწორედ ამ დღისთვის ადიან.

 

 

მთვარის დღესასწაული

სასაფლაოზე ლამპრების დასანთებად შებინდებულზე გამოდიან. ლამპარი ინთება საფლავზეც და ეკლესიის ეზოშიც. საერთო კოცონში კონას კონა ემატება და ხანდახან ალი ათობით მეტრის სიმაღლეზე ადის. ივანე ჯავახიშვილს ეს რიტუალი ასე აქვს აღწერილი:

„მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს, რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდებ“-ის ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“.

ჯავახიშვილს „ქართლის ცხოვრებიდან“ მოჰყავს მაგალითი, რის მიხედვითაც დაასკვნის, რომ „ლამპრობა“ მხოლოდ სვანეთში არ იცოდნენ. „აღიღეს მისგან ციხე ნახჭევნისა და შვილი ერთი უმრწემესი სახელით დავით მძევლად და განუტევეს დღესა ლამპრობასა...“

კიდევ სხვაგან ივანე ჯავახიშვილი ამ ტრადიციის წარმართულ ფესვებს იკვლევს და ამბობს, რომ ეს, შესაძლოა, მთვარის დღესასწაულიც ყოფილიყო. მისი დასკვნით, წმინდა გიორგიმ, რომელიც ლამპრობასთან არის დაკავშირებული, მთვარის ღვთაება ჩაანაცვლა.

„ეს ჩვეულება მთვარის დიდებისა და მსახურების ნაშთია, როცა ხალხი ანთებულ არყის ხეებით ხელში ამ ღვთაებას დიდებას უგალობდა ხოლმე. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს დღესასწაული ზამთარში იცის უეჭველად, რამდენიმე კვირით დიდმარხვის წინ. საბიელებსაც ჰქონდათ სწორედ ზამთარში, სახელდობრ იანვარში, დიდი უქმე, როდესაც ღვთაების სადიდებლად ნაძვის ტოტებს აანთებდნენ ხოლმე. საყურადღებო ისაა, რომ სწორედ ამ დროს, 24 იანვარს, მთვარის დაბადების დღესასწაული იყო დაწესებული. რასაკვირველია, ჩვენი „ლამპრობა“ და ქარანელების მთვარის დაბადების დღესასწაული ერთი და იგივეა“, - წერს ის.

წმინდა სვიმონის დღე

სვანეთში ლამპრობას მირქმის დღესასწაულს უკავშირებენ, აქ მირქმა იგივე ლამპრობაა.

 

„ეს არის დღესასწაული, როდესაც ქრისტე ტაძარში მიიყვანეს და ის სვიმონ წინასწარმეტყველმა მიირქვა. რატომ უკავშირებენ წარმართობას, მე არ მესმის. სვანეთში ამ დღეს სვიმონობასაც უწოდებენ. ლამპრობა ზოგადად მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ყველგან, სადაც ქრისტიანული ქვეყანაა, ლამპრობაც არის. რაც შეეხება მიცვალებულთა საფლავებზე ლამპრების დანთებას, ეს უკვე ადგილობრივი ტრადიციაა“, - ამბობს ქართული ფოლკლორის სპეციალისტი ზურაბ კიკნაძე.  

ანთებული ლამპრებით ლიტანიობა თავიდან მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის იყო დამახასიათებელი. მირქმის დღესასწაულის აღმნიშვნელ სახელებს ფუძედ ბევრ ენაში სწორედ ლამპარი, კანდელი აქვს: ინგლისურად – Candlemas, ფრანგულად – Chandeleur (Fête des chandelles), შვედურად – KYndelsmäss dagen და სხვა.

ჯუნის ონიანის კვლევაში „ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა“ 82 წლის ტარასი ლიპარტელიანი იხსენებს (ჩაწერილია 1964 წელს): „ლამპრობა ვიცოდით პირველ თებერვალს. დავჩეჩქვავდით და სხვენზე ვიმზადებდით გასახმობად ხის ნაჭრებს ბევრს. წავუკიდებდით ლამპრობა ღამეს და ვუსროულებოდით ხეებს, ხილის ხეებს და ვეძახდით „სიმონ გეიღვიძე“. კარგი მოსავალობა იცისო ხილის. 

ყოველ სოფელში იყო ამ ღამეს სანთლების ანთება. ბოლოს შევიკრიბებოდით მთელი სოფელი და დიდ კარგ ლხინს გადავიხდიდით. ამას რომ ორშაბათი მოჰყვებოდა, შავ ორშაბათს ვუძახდით. შევიკრიბებოდით ბავშვი და ქალი, მოხუცი და ახალგაზრდა. იყო ხტომა, ჭიდაობა, ხუმრობა“.

ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, რომ ლამპრობა არ არის ერთდღიანი რიტუალი. მას, როგორც წესი, სხვა დღესასწაულებიც მოსდევს: მაგალითად, ბავშვების ლამპრობა და კეისრობა, რომელიც სოფელ ლახირში (მულახის თემი) ტარდება. ამ დროს  მონაწილეები სპეციფიკური კოსტიუმებითაც ირთვებიან.

83 წლის მთქმელი აბრამ მარგიანი ჰყვება (ჩაწერილია 1963 წელს), რომ კეისარს თხის ქურქს ჩააცმევდნენ და სოფელში სვიმონობის გადამხდელ ოჯახში შევიდოდნენ. 

„აქ ვიწყებთ მოციქულობას სახლში შეშვების შესახებ. სახლში მყოფნი ნებას გვაძლევენ. წინ კეისარი, იქით-აქეთ ვეზირები ახლავს და შევდივართ ასე სახლში. კერას შემოუვლით სამჯერ ირგვლივ და ვამბობთ მთავარანგელოზის სიმღერას ფერხულით…

სახლში კეისარს ვეზირები აურჩევენ „ცოლებს“ და ერთ მოახლე. კეისარი ეარშიყება, კოცნის, ეხვევა და ეხუმრება „ცოლებს“. კეისარი სახლში შესვლამდე ჯოხზე ლესავს სარცხვინელ ასოს /სიტყვასიტყვით „დედის მოცემულს“/ და ექადნება ქალებს: ისე და ასე გიზამო. არავინ უგულისდება კეისარს. „ცოლებს“ იცავს კეისარი და ახლოს არავის უშვებს. ვინც მოვა ახლოს, კაცი, კეისარი ჯოხს ურტყამს… ამ დღეს მეტისმეტი დათრობა ვიცოდით. შევწირავდით საუკეთესო არაყს. ძლიერ თრობამ კარგი მოსავლიანი წელიწადი იცისო და ყველა სვამდა“ (ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა).

ბოლო წლებში ლამპრობა სულ უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავდა. საფლავებზე თოვლში დანთებული ცეცხლი და იქვე გაშლილი სუფრა ბევრის ყურადღებას იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ლამპრობა მხოლოდ ქართული ტარდიცია არ არის, ამისთანას ყოველდღე მაინც ვერ ნახავ.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В столичных отделениях Соцфонда перестали выдавать СНИЛС

Как редакция PEOPLETALK готовится к лету

С севера – на берег: премьера бара Padron

Книгу о Новороссийской военно-морской базе представят в Музее Победы

Музыкальные новости

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Дмитрий Бикбаев готовит премьеру театрального проекта, основанного на личных переживаниях

Пензенская область вошла в число 10 регионов, где «Пятерочка» и Российский Красный Крест запустили пилотный проект «Уголки здоровья»

Церемония вручения премии "Жара Music Awards" прошла на "ЦСКА-Арене" в Москве

Новости России

В Ростовской области создан штаб по обеспечению нефтепродуктами

«Не придется ездить в Москву»: в Казани открыли центр для людей с тяжелыми болезнями кожи

Суд получил ходатайство о продлении ареста фигуранту дела о теракте в "Крокусе"

У безработного новосибирца под угрозой пистолета отобрали 7 млн рублей

Экология в России и мире

Студенты городских образовательных учреждений проходят практику в Marins Park Hotel Новосибирск

Большинство российских туристов к 2030 году пересядут на этот вид транспорта

Стой и не двигайся: доктор Кутушов рассказал, что делать при встрече со змеями

Дети из Узбекского землячества Бурятии увидели театр кукол «Ульгэр»: Россия и Культура

Спорт в России и мире

Теннисист Медведев может спуститься на пятое место в ATP после "Мастерса" в Риме

Кто транслирует бой Табило против Джоковича на турнире Rome Masters 1000?

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA в Риме

Стало известно, при каком условии Медведев может опуститься на 5-е место рейтинга ATP

Moscow.media

Роботы-курьеры «Яндекса» будут доставлять заказы в ещё нескольких районах Москвы

Столичные сотрудники росгвардии задержали нетрезвого водителя

«Байкал Сервис» открыл новый терминал на юго-востоке Москвы

Новая попытка азербайджанских вандалов исламизировать армянское культурное наследие в оккупированном Шуши











Топ новостей на этот час

Rss.plus






В Москве установили тематические инсталляции в виде буквы «М» у 10 вестибюлей метро

В Чехове на торгах зафиксировали рекордную стоимость участка для ведения ЛПХ

Мать оставила 12-летнего сына с ДЦП одного почти на неделю и ушла в загул

В Подмосковье начинается майский период приема показаний счетчиков