ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი ბრექსიტის შემდგომ სავაჭრო შეთანხმებას ბრიტანეთთან, რის შედეგადაც ის წინასწარი ფორმით 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ბლოკის ელჩები ბრიუსელში შეიკრიბნენ 28 დეკემბერს, რათა თანხმობა მიეცათ შეთანხმებისთვის, რომელიც ადგენს სავაჭრო ჩარჩოს მას მერე, რაც ბრიტანეთი წლის ბოლოს დატოვებს ევროკავშირის ერთიან ბაზარს და საგადასახადო გაერთიანებას.
ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყნის, გერმანიის თანახმად, შეთანხმებას ევროკავშირის ქვეყნების ყველა მთავრობა წერილობით დაამტკიცებს 29 დეკემბერს, მომდევნო დღეს კი ის ბრიტანელმა პარლამენტარებმა უნდა მიიღონ.