Мы в Telegram
Добавить новость

В Ступине свое жилье получат 19 детей-сирот и детей, оставшихся без родителей

Минобороны опубликовало кадры поражения военных ВСУ операторами FPV-дронов

Путин: с Раиси летели сопровождающие на российских вертолетах, которые выжили

В преддверии Дня химика в Ступине наградили лучших работников отрасли



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მოშლილი საკანალიზაციო სისტემები კახეთში - რატომ არ გვარდება ათწლეულების პრობლემა

მოშლილი საკანალიზაციო სისტემები კახეთში - რატომ არ გვარდება ათწლეულების პრობლემა

კახეთის რეგიონში ცენტრალური საკანალიზაციო სისტემით უმეტესწილად მხოლოდ ქალაქების მოსახლეობა სარგებლობს, მაგრამ ყველა არა. არის უბნები, სადაც კანალიზაცია არასდროს ყოფილა, თუმცა იქაც პრობლემებია, სადაც სისტემა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაიყვანეს. დაზიანებული კოლექტორებიდან ფეკალური მასები ქუჩებში იღვრება, ზოგან სახლებშიც ამოდის.  მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ვერ მიაკვლიეს უწყებას, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა.

რეგიონში საკანალიზაციო სისტემები საბჭოთა მმართველობის დროს რომ გაიყვანეს, მას შემდეგ თითქმის არც შეცლილა და არც ახალი დამატებია.  ადგილობრივი მოსახლეობა პერიოდულად პროტესტსაც გამოთქვამს კონკრეტულ უბნებში დაზიანებული მაგისტრალებიდან ფეკალური მასების დაღვრის გამო, მაგრამ  შედეგს ვერ იღებს.

მაგალითად, ლაგოდეხში, სადაც 5 200-მდე ადამიანი ცხოვრობს,  სულ ორი საკანალიზაციო მაგისტრალია, თუმცა ორივე იმდენად არის დაზიანებული, რომ ფეკალური მასები საავტომობილო გზებზე მოედინება. ასეა, მაგალითად, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ადგილობრივი მოსახლეობა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ 10 წელზე მეტია, მილი დაზიანებულია, ფეკალური მასები კი იმ სარწყავ არხში ჩადის, საიდანაც ზაფხულში მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთებს რწყავს. გარდა ამისა, ლაპარაკობენ ქუჩაში არსებულ ანტისანიტარიასა და  სუნზე, რომელიც ათეულობით ოჯახს აწუხებს.

„წლებია, ეს პრობლემა გვაქვს. ახლაც სუნია, ზაფხულში კი აქ ცხოვრება გაუსაძლისია. ჩვენმა მეზობელმა მერიასაც მიმართა და იქ უთხრეს, თანხები არ გვაქვს და თქვენი ფულით გააკეთეთო. ჩვენ ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობთ, ვის აქვს იმის ფული, რომ ცენტრალური კანალიზაციის მილი გამოცვალოს? - განუცხადა რადიო თავისუფლებას ლაგოდეხში მცხოვრებმა ქეთევან მაისურაძემ. მისმა მეზობელმა ზაურ ჭანტურიძემ კი გვითხრა, რომ „ბოლოს პრობლემის მოგვარებას საპარლამენტო არჩევნების დროს დაჰპირდნენ, მაგრამ მას შემდეგ ადგილზე აღარავინ მისულა“. საკანალიზაციო სისტემა მოძველებულია კახეთის რეგიონალურ ცენტრად წოდებულ  თელავშიც, სადაც 21 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.  კანალიზაციით ამ ქალაქშიც ყველა ვერ სარგებლობს, თუმცა იქაც პრობლემებია, სადაც მაგისტრალი გადის. უკვე წლებია, თელავიდან მდინარე ალაზნისკენ მიმავალი მილი დაზიანებულია და ფეკალური მასები ღიად იღვრება იმ სარწყავ არხში, რომელიც სოფელ კურდღელაურში გადის. ადგილობრივების თქმით, პრობლემა ვერ გვარდება მილის ერთჯერადი შეკეთებით და მას გამოცვლა უნდა.

„იცით, რა? მე ვფიქრობ, რომ საქმის გაკეთების ნება არ არსებოს, თორემ ყოველ წელს იმდენი ფული რჩებათ გასახარჯი, ამ და კიდევ სხვა პორობლემებსაც მოაგვარებდნენ. აქ უნდა გამოიცვალოს მთლიანი მილი, რადგან მცირე შეკეთება არ შველის!“

თელავში არა მხოლო ქალაქის შიდა საკანალიზაციო სისტემა, არამედ ის მთავარი მაგისტრალიც არის დაზიანებული, რომლითაც ფეკალური მასები მდინარე ალაზანში უნდა ჩადიოდეს.  ყვარლიდან თელავისკენ მიმავალ მთავარ საავტომობილო გზაზე, როდესაც თელავს  უახლოვდები, ზამთარშიც კი  გაუსაძლისი სუნი დგას. ფეკალური მასების ნაწილი მანამდე იღვრება, ვიდრე ალაზანში ჩავა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თელავში 2018 წელს დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე  უნდა დასრულებულიყო საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებელობა, რომლის ბიუჯეტიც 12 მილიონ 400 ათასი ლარი იყო. პროექტი  ასევე ითვალისწინებდა თელავიდან ალაზნამდე არსებული მთავარი საკანალიზაციო სისტემის შეცვლას, მაგრამ  2020 წლის დეკემბერია და ნაგებობა ამ დრომდე არ შესულა ექსპლუატაციაში. მუნიციპალური განვითარების ფონდში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამუშაოები დასრულებულია და პროექტი უკვე გადაეცა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, თუმცა წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელმა, ანა ონაშვილმა, გვთხრა,  რომ პროექტი ჯერ არ აქვთ მიღებული:

„ობიექტის გადმოცემის პროცედურა არის ხანგრძლივი, რაც მოიცავს დოკუმენტებსაც და ტექნიკურ გადაცემასაც. ამ დროისთვის ობიექტი ჩვენთვის გადმოცემული არ არის.  გადმოცემის შემდეგ, როდესაც დადგინდება, რომ ობიექტი უკვე მზად არის ოპერირებისთვის, ის მუშაობას დაიწყებს. სავარაუდოდ, 2021 წლის პირველი კვარტალიდან თელავის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა შევა ექსპლუატაციაში”.

მას შემდეგ, რაც თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა დაიწყებს ფუნქციონირებას, მდინარე ალაზანში  ფეკალური მასები უკვე გადამუშავებული სახით ჩავა, თუმცა  გარემოსდამცველები ამბობენ, რომ მხოლოდ თელავში განხორციელებული პროექტი ეკოლოგიურ საფრთხეებს ვერ შეამცირებს, რადგან, თელავის გარდა, კახეთის დანარჩენი 7 მუნიციპალიტეტის საკანალიზაციო სისტემა ასევე მდინარე ალაზანს უერთდება და 21-ე საუკუნეში საჭიროა ყველა ქალაქს ჰქონდეს სისტემა, რომელიც ფეკალურ მასებს გადაამუშავებს. რაც შეეხება ლაგოდეხში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაზიანებულ საკანალიზაციო მილს, წყალმომარაგების კომპანიაში გვითხრეს, რომ საკითხს შეისწავლიან და კომენტარს შემდეგ გააკეთებენ.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Медианная зарплата в Новосибирской области превысит 100 тысяч рублей в 2030 году

Артист Цискаридзе признался, что любит Пугачеву и не может без нее жить

Путин готовится разыграть козырь, который он держал в рукаве больше 20 лет, считает Хазин

Движение на МКАД затруднено из-за двойного ДТП около Киевского шоссе

Музыкальные новости

КУРОЧКА РЯБА - спектакль театра кукол Бурятии "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети

Премьера спектакля «Люди А. Выбор» по пьесе Леонида Якубовича

Афиша театра кукол Бурятии "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети - Спектакль "Курочка ряба"

Сеть клиник «Будь Здоров» подвела итоги первого квартала 2024 г.

Новости России

ВС РФ атаковали аэродром Староконстантинов ракетами «Кинжал»

В Британии заявили о разваливающейся на части империи Макрона

ИСТОРИЯ ⟩ На смену собору Александра Невского мог прийти пантеон независимости

В Ярославле изменили вокзал, на который прибивает «Чайка» из Рыбинска

Экология в России и мире

Chanel, коллекция Resort 2025

Международные дизайнеры приняли участие в Modest Fashion Day в Казани

23 МАЯ РОССИЙСКАЯ МЕЖДУНАРОДНАЯ АКАДЕМИЯ ТУРИЗМА ОТМЕТИЛА СВОЙ 55-Й ДЕНЬ РОЖДЕНИЯ. ФОТОРЕПОРТАЖ

Театрально-кукольные вести из Бурятского театра "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети - Серебряные звездочки засветились в буддийском дацане в Иволге

Спорт в России и мире

Россиянка Рахимова вышла в полуфинал турнира WTA в Рабате

Определилась первая соперница Рыбакиной на Ролан Гаррос

Хромачёва и Сизикова пробились в финал турнира WTA в Рабате в парном разряде

Касаткина опустилась на 13-ю строчку в рейтинге WTA, Рахимова поднялась на 18

Moscow.media

В Петербурге открылась новая автомобильная сеть HAVAL PRO

CorpSoft24 синхронизирует учетные записи в облаке

Афиша театра кукол Бурятии "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети - Спектакль "Курочка ряба"

Майский вечер в Тверской губернии











Топ новостей на этот час

Rss.plus






Лесной пожар потушили в Рузском городском округе 25 мая

Черчесов назвал клуб, который поддерживал в чемпионской гонке РПЛ

Артист Цискаридзе признался, что любит Пугачеву и не может без нее жить

Водитель «Газели» погиб в ДТП на МКАДе