აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სტივენ ბიგანი 24 აგვისტოს ლიეტუვაში შეხვდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას, რომელსაც პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მოწინააღმდეგეები 9 აგვიტოს საპრეზიდენტო არჩევნების ნამდვილ გამარჯვებულად მიიჩნევენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადა ბიგანმა, მისი მიზანი იყო , „შეეტყყო ბელარუსი ხალხის აზრი და მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ის იმისათვის, რომ დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი ბედი“. მისი თქმით, ციხანოუსკაიამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამერიკელი პოლიტიკოსის თქმით, მას იმედი აქვს, რომ კრიზისი ბელარუსში პოლიტიკური გზით მოგვარდება. მის თანახმად, ვაშინგტონი არ ჩაერევა მოვლენათა განვითარებაში, რადგან ეს ბელარუსი ხალხის საქმეა.
ციხანუოსკაიას შტაბმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს ბელარუსი ხალხის მხარდაჭერისთვის. ციხანოუსკაიამ თქვა ასევე, რომ მზად არის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, თვით საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით.
ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად რჩება განმეორებითი არჩევნების ჩატარება და საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ ძალადობის გამოძიება.
აშშ-მა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგი, რომლის თანახმად, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ ცნო.
აშშ-მა ასევე განსაჯა ბელარუსის ხელისუფლება დემონსტრანტების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო.
24 აგვიტოს ბელორუსის ხელისუფლებამ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი დაკავა. წინა დღით მინსკში, ასევე სხვა ქალაქებში, გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაციები, რომელთა დროს პოლიციას ძალა არ უხმარია.