ბელარუსში მიმდიანრე პროცესებს ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო გამოეხმაურა:
„დავიწყოთ იმით, რომ ცოცხავლი ვარ და ვიმყოფები არა საზღვარგარეთ, როგორც ამას ზოგიერთები ავრცელებთ, არამედ ჩემს ქვეყანაში- ტყუილია ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტმა დატოვა ქვეყანა. მე და ჩემი გუნდი შეხვედრებს ვმართავთ, სამშენებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ საკითხებს განვიხილავთ“- აღნიშნა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და ევროკავშირი არ ცნობს ბელარუსში გამართულ არჩევნებს სამართლიანად და მოუწოდებენ დემოკრატიული პროცესებისა და ხალხის მიმართ ძალადობის აღკვეთისკენ.