Мы в Telegram
Добавить новость

Эксперт предупредил о риске спазма при резком заходе в воду после долгого отдыха на солнце

В Подмосковье подвели итоги регионального этапа олимпиады по ОБЖ

Портал «Свадьба в Подмосковье» запустился в Московской области

В Калифорнии медведь растерзал и несколько дней питался телом 71-летней женщины



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვასილ ბოჟკოვი: „თუ დამნაშავეების მიგნება გსურთ, უფრო მაღლა ეძებეთ“

ვასილ ბოჟკოვი: „თუ დამნაშავეების მიგნება გსურთ, უფრო მაღლა ეძებეთ“

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააპატიმრეს ბულგარელი აზარტული თამაშების „მეფე“ ვასილ ბოჟკოვი. ბოჟკოვი დღემდე მიმალვაში იმყოფებოდა და მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

ვასილ ბოჟკოვს, რომელიც ბულგარეთის აზარტული თამაშების ბიზნესის „მეფედ“ მოიხსენიება ხოლმე, და რომელსაც წილი აქვს საქართველოს სათამაშო ბიზნესშიც, ბულგარეთის გენერალურმა პროკურატურამ გასულ თვეში დაუსწრებლად წაუყენა ბრალი გამოძალვაში, დამნაშავეობრივი ჯგუფის შექმნაში, ქრთამის მიცემის მცდელობაში და სხვა დანაშაულში. 63 წლის ბოჟკოვს, რომლის ქონება 1,35 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, გენერალური პროკურორის, ივან გეშევის თქმით, თავისი კომპანიების საქმიანობიდან 599 მილიონი ლევი (დაახლოებით 350 მილიონი აშშ დოლარი) აქვს სახელმწიფოსთვის გადასახდელი.

ვასილ ბოჟკოვს, რომელიც ბულგარეთის აზარტული თამაშების ბიზნესის „მეფედ“ მოიხსენიება ხოლმე, წილი აქვს საქართველოს სათამაშო ბიზნესშიც.

სანამ ბოჟკოვს დააპატიმრებდნენ, მანამდე პოლიციამ 29 იანვარს დააპატიმრა 16 პირი, მათ შორის, „აზარტული თამაშების სახელმწიფო კომისიის“ ხელმძღვანელი, ასევე ამ უწყების მაკონტროლებელი ორგანოს მმართველი, გაჩხრიკეს ბოჟკოვთან დაკავშირებული ფირმების 13 ოფისი. ბოჟკოვმა ბულგარეთის ტელევიზიას უთხრა, რომ დაპატიმრებულია მისი ცოლი.

ვასილ ბოჟკოვმა ბულგარეთის ტელევიზიას განუცხადა, რომ ის არ არის დამნაშავე და „თუ ბატონ გეშევს სურს დამნაშავეების მოძებნა, უფრო ზემოთ უნდა ეძებოს, ვიდრე ეს „აზარტული თამაშების კომისიაა“. ბოჟკოვი მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრისკენ იშვერს თითს.

ლატარიის გარდა ბოჟკოვის ქონება მოიცავს მთელ რიგ კომპანიებს. ის არის ქვეყნის ორიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბის, სოფიის „ლევსკის“მფლობელი, მას ეკუთვნის ანტიკვარული ნივთების და ხელოვნების ნიმუშების კოლექცია.

ბოჟკოვის თქმით, მის წინააღმდეგ ასე სწრაფად იმიტომ გააქტიურდნენ სახელმწიფო ორგანოები, რომ „სახელმწიფო შეშინებულია“ „ლევსკის“ საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებთან მისი შეხვედრის შემდეგ. ამ შეხვედრაზე ბოჟკოვმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ თუ მისი ბიზნესი შეწყვეტს მოქმედებას, ის ვეღარ შეძლებს კლუბის დაფინანსებას. ბოჟკოვმა უარყო მისი კრიტიკოსების მიერ გამოთქმული ბრალდებები, რომ მან თითქოს გულშემატკივრები საპროტესტო გამოსვლებისკენ შეაგულიანა.

ბოჟკოვის წილები სხვადასხვა კომპანიაში ყოველთვის 50 პროცენტზე მეტია, საქართველოს ლატარიის ბიზნესში კი მას 25-პროცენტიანი წილი აქვს. ქართულ მედიაში 2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2017 წლის სექტემბრიდან საქართველოში ლატარიას ახალი კომპანია ჩაატარებს. სახელმწიფოს მმართველობაში არსებული "საქართველოს ლატარიის კომპანია" კი არსებობას შეწყვეტს.

სახელმწიფო უწყებებმა, რომლებმაც ახლა ომი გამოუცხადეს ბოჟკოვს, თავის დროზე ირიბად შეუწყვეს მას ხელი.

„ლატარიის ორგანიზების ლიცენზია ფინანსთა სამინისტრომ მომდევნო 10 წლით კომპანია "ჯი ენ ელს" გადასცა. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს კომპანია "ნიუ გეიმსი" რომელიც 2012 წლიდან დღემდე ბულგარეთში ეროვნული ლატარიის გათამაშებას ატარებს. კომპანიის მფლობელი ვასილ ბოჟკოვია“, წერდა საინტერნეტო გამოცემა „ტაბულა“.

ბოჟკოვმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მას ყველაფერი გადახდილი აქვს კანონის შესაბამისად და დასძინა, რომ თუკი რაიმე არა აქვს გადახდილი, სახელმწიფომ შეიძლება უკანა რიცხვით მოსთხოვს მას ნაკლული თანხის ანაზღაურება.

მიმომხილველები შენიშნავენ, რომ იმავე სახელმწიფო უწყებებმა, რომლებმაც ახლა ომი გამოუცხადეს ბოჟკოვს, თავის დროზე ირიბად შეუწყვეს მას ხელი. პრობლემის ფესვები აზარტული თამაშების შესახებ კანონშია. 2013 წელს, პრემიერ-მინისტრის, პლამენ ორეშარსკის უმცირესობის მთავრობის დროს, ლიბერალური პარტია გამოვიდა ინიციატივით, რომ აზარტული თამაშები, ინტერნეტშიც და რეალურადაც, ერთნაირად დაბეგრილიყო.

მაგრამ მოულოდნელად, მეორე წაკითხვისას, მემარცხენე დეპუტატები გამოვიდნენ სხვა ინიციატივით, რომ დაბეგვრა ონლაინ და ოფლაინ მომხდარიყო სხვადასხვანაირად, რაც დამტკიცდა კიდეც. ითვლება, რომ სწორედ ამ კანონში „ხვრელებს“ იყენებს ბოჟკოვი თავისი ბიზნესისთვის.

აშშ-ის დიპლომატებმა 2005 წელს გამოთქვეს ვარაუდი, რომ ბოჟკოვი დაკავშირებული იყო სხვადასხვა სახის დანაშაულთან.

კიდევ ერთი საჩუქარი, რომელსაც ლატარიის ბიზნესის მფლობელები იყენებენ აქტიურად, არის ბოიკო ბორისოვის პირველი მთავრობის (2009-2013 წლების) დროს მიღებული კანონი, რომელიც ლატარიის ყველგან გაყიდვის ნებართვას იძლევა. ამ კანონის შეცვლის ერთი-ორი მცდელობა მოგვიანებით წარუმატებელი გამოდგა.

აშშ-ის დიპლომატებმა 2005 წელს გამოთქვეს ვარაუდი, რომ ბოჟკოვი დაკავშირებული იყო სხვადასხვა სახის დანაშაულთან, მათ შორის ფულის რეცხვასთან, პრივატიზების დროს თაღლითობასთან, გამოძალვასა და დაშინებასთან, ასევე კონტაქტები ჰქონდა ორგანიზებულ დამნაშავეობრივ ჯგუფებთან.

საინტერესოა, რომ ამდენი წლის განმავლობაში პროკურატურას პრეტენზია არ ჰქონია ბოჟკოვის მიმართ, ახლა კი ახალმა გენერალურმა პროკურორმა დროის მოკლე მონაკვეთში მოასწრო მის წინააღმდეგ მასალების მოგროვება. გეშევმა თანამდებობის დაკავების პირველ თვეშივე ენერგიულად მოჰკიდა საქმეს ხელი.

უცხოეთში მიმალვაში ყოფნისას ბოჟკოვმა შეახსენა თავის ბრალმდებლებს, რომ მის კომპანიებს, რომელთაც გადასახადების გადაუხდელობაში ადანაშაულებენ, სხვა აქციონერებიც ჰყავთ.

ვასილ ბოჟკოვი, გამჭრიახი და ანგარიშიანი ბიზნესმენი, რომელსაც „განგსტერს“ უწოდებენ, განთლებით მათემატიკოსია.

ის 1956 წელს დაიბადა ველინგრადში, დაამთავრა სოფიის მათემატიკის უმაღლესი სასწავლებელი და სოფიის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. შემდეგ კი ეკონომიკის ინსტიტუტში სწავლობდა.

ბოჟკოვი მიხვდა, რომ აზარტული თამაშებით ყველაზე სწრაფად მზარდი და შემოსავლიანი ბიზნესი იყო ბულგარეთში.

1980-იან წლებში, სოციალიზმის ბოლო ათწლეულში, ბოჟკოვი მაშინდელ შავ ბაზარზე ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობდა.

1990 წელს უკვე ოფიციალურად დაიწყო სავალუტო ბიზნესი და საკუთარი სავალუტო ოფისი გახსნა. ამის შემდეგ ის ძალიან მალე დაინტერესდა აზარტული თამაშებით. ბოჟკოვი მიხვდა, რომ ეს ყველაზე სწრაფად მზარდი და შემოსავლიანი ბიზნესი იყო ბულგარეთში. ამავე დროს აზარტული თამაშები ფულის გათეთრების კლასიკური ინსტრუმენტია, რაც ბევრ ბიზნესმენს სჭირდებოდა სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გარდამავალ პერიოდში.

ამ სფეროში პირველი ბიზნესი მან უკვე 1991-92 წლებში დაიწყო. 1990-იანების ბოლოს ის უკვე მულტიმილიონერი გახდა. ბოჟკოვს იზიდავდა მაღალშემოსავლიანი ბიზნესი, მაგალითად, დაუბეგრავი ვაჭრობა. მან შეისყიდა საპრივატიზაციო ფონდი, შეიძინა საგზაო-სამშენებლო და სარემონტო კომპანიები, ბოჟკოვის მფლობელობაშია სასტუმროები, ტურისტული ბიზნესი, საკვები პროდუქტების ბიზნესი და სხვ.

1993 წელს მან დააარსა კომპანია Eurofootball-ი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ბულგარეთის უდიდესი სპორტული კომპანია.

ზრდასთან ერთად ბოჟკოვი ეძებს მსხვილ პარტნიორებს. მაგალითად, Eurofootball-ში 2002 წელს მისი პარტნიორი გახდა ბერძენი მილიარდერი სოკრატ კოკალისი.

1999 წელს ბოჟკოვმა შეიძინა საფეხბურთო კლუბი „CSKA“, მაგრამ ხელისუფლებასთან უთანხმოების შემდეგ მალე გაყიდა ის.

ერთი წლის წინ ბოჟკოვმა პოპულარულ საფეხბურთო კლუბ „ლევსკის“ სადავეები გადაიბარა და როგორც გულშემატკივრებთან შეხვედრაზე თქვა, პრემიერ-მინისტრმა ბორისოვმა მას პირადად დაავალა, კლუბის მფლობელი გამხდარიყო.

ეჭვებს იწვევს ბოჟკოვის ერთ-ერთი მთავარი გატაცება თუ ბიზნესი - კულტურის ძეგლების კოლექციაც.

ბევრის აზრით, ეჭვებს იწვევს ბოჟკოვის ერთ-ერთი მთავარი გატაცება თუ ბიზნესი - კულტურის ძეგლების კოლექციაც. ადრე ბულგარეთის ხელისუფლება თვალს ხუჭავდა და არ დაინტერესებულა იმით, თუ საიდან მოიპოვებდა ბიზნესმენი თავისი მდიდარი კოლექციის ნიმუშებს.

2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკულად ლეგალიზება უყო ბოჟკოვის კოლექციას. მოსამართლეებმა 7 ხმით 5-ის წინააღმდეგ უკუაგდეს კანონი, რომელიც მფლობელისგან მოითხოვდა ხელოვნების ნიმუშის წარმომავლობის დამტკიცებას.

მიუხედავად იმისა, რომ ბოჟკოვზე ორჯერ მოეწყო თავდასხმა, ბევრი ბულგარელი ბოსისგან განსხვავებით, ის არ იმალებოდა, ხალხში ჩნდებოდა, ხშირად დადიოდა სტადიონზე. დაცვის გარეშე დადიოდა ავტომანქანით.

ბიზნესიმპერია, რომელიც ბოჟკოვმა ააგო, ერთობ რთული და ძნელად გასაკონტროლებელია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკანონოდ შეძენილი ქონების კონფისკაციის კომიტეტისთვის იოლი არ იქნება მასში გზის გაკვლევა.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

10 мигрантов устроили пижамную вечеринку в Москве – полиция забрала всех

Баскетболисты из Мытищ вошли в топ-3 на всероссийских соревнованиях

Поставки газа в Китай – яблоко раздора между Туркменистаном и Россией?

Мастер и Принцесса: в «Архангельском» вручили «Хрустальную Турандот»

Музыкальные новости

Глава СК Бастрыкин пообещал защитить гаишника Гусева от диаспоры и МВД Новосибирска

LISA FM Александр Белоносов выпустил альбом «Родина Сердца: Дневник Психолога»

Руководители подразделений электромашинного дивизиона Желдорреммаш прошли обучение в рамках развития производственной системы TOS

За месяц в Пулково столкнулись два самолета и задержали несколько рейсов

Новости России

Поставки газа в Китай – яблоко раздора между Туркменистаном и Россией?

Мастер и Принцесса: в «Архангельском» вручили «Хрустальную Турандот»

10 мигрантов устроили пижамную вечеринку в Москве – полиция забрала всех

Ядерный блеф «старого ковбоя» и шулера - Джо Байдена

Экология в России и мире

Какие украшения чаще всего дарят на годовщину свадьбы: исследование «585*ЗОЛОТОЙ»

Можно ли прожить без музыки? Дискуссия протагонистов музыкального бизнеса

Новые электрические щетки Revyline RL 085 Black доступны в филиале марки в Ставрополе

Приглашенные солистки выступят в опере «Руслан и Людмила»

Спорт в России и мире

Новак Джокович дал дорогу молодым // Борьбу за первое место в рейтинге АТР в этом году поведут Янник Синнер и Карлос Алькарас

Итальянский теннисист Синнер стал лучшей ракеткой мира в рейтинге ATP

«Мирра Андреева обладает удивительной выживаемостью» // Олимпийская чемпионка по теннису Елена Веснина об итогах женского Roland Garros

Алькарас стал победителем "Ролан Гаррос", обыграв в финале Зверева

Moscow.media

"Дети в шоке". В Новоуральске машина ДПС сбила байк с детьми 13-ти и 8 лет

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Портативный сканер штрих-кодов Heroje C1271 промышленного класса

Heroje H288BW- портативный сканер штрих-кодов с интерфейсом Bluetooth











Топ новостей на этот час

Rss.plus






Мастер и Принцесса: в «Архангельском» вручили «Хрустальную Турандот»

4 спортивных фестиваля Москвы, которые нельзя пропустить этим летом

Аварийные бригады Москвы перевели на круглосуточное дежурство из-за ливней

10 мигрантов устроили пижамную вечеринку в Москве – полиция забрала всех