სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუას ქუჩის გავლით გადაადგილება ნებადართული იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. დროებითი სქემის თანახმად, კერძო ტრანსპორტისთვის შეშელიძის ქუჩიდან გლდანის დასახლებისკენ მოძრაობა შესაძლებელი იქნება ხიზანიშვილის ქუჩით და ხიზანიშვილის N17-თან არსებული ვეკუას ქუჩასთან დამაკავშირებელი გზის მეშვეობით; მოსულიშვილის […]
Source