დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ანაკლიიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ანტისახალხოა.
მან უარყოფითად შეაფასა ის ფაქტი, რომ მთავრობის წარმომადგენლები არ დაესწრნენ პარლამენტში გამართულ შეხვედრას, რომელზეც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს, ლევან ახვლედიანს მოუსმინეს. ფოფხაძის თქმით, უნდა იყოს რამდენიმე თემა, რომელზეც დალაპარაკება პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად უნდა შეგვეძლოს. „ქვეყანა ზარალდება, ასეთი პროექტები საქართველოს უახლოეს ისტორიაში თითებზე ჩამოსათვლელია“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.