ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. გიორგი გაბუნია უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. როგორც ცნობილია ის გამოკითხვაზე დაიბარეს „რუსთავი 2“-ის ცხრაპტოცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. გაბუნიას საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით კი, ეს „დაბარებების სერია“ ნიკა გვარამიას დაკავების და მთავარი არხის განეიტრალების მიზანს ემსახურება. „ეს არის გაგრძელება […]