აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირებმა გააძლიერეს გამაფრთხილებელი განცხადებები ანკარის მიმართ, რომლის ჯარები აგრძელებენ იერიშს სირიის ტერიტორიაზე ქურთების კონტროლის ქვეშ რეგიონში მზარდი მსხვერპლის და დევნილთა რაოდენობის ზრდის ფონზე.
საერთაშორისო მოწოდებების ფონზე, შეწყვიტოს სამი დღის წინ დაწყებული ოპერაცია, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა განაცხადა, რომ ის და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები „აფრთხილებენ მათ, შეაჩერონ ეს შეჭრა“ და დაძინა, რომ ნატოს არაერთმა წევრმა ქვეანამ იგივე გააკეთა. ესპერმა 11 ოქტომბერს მოუწოდა თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰუულუსი აქარს, როცა ანკარა სულ უფრო ღრმად შედის სირიის ტერიტორიაზე, სირიელი ქურთების წინააღმდეგ ბრძოლებისას, რომ ეს ოპერაცია საფრთხეს უქმნიდა ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წინსვლას. მაგრამ ესპერმა ვაშინგტონში უთხრა რეპორტიორებს, რომ ამ დროისთვის შემცირების ნიშანი არ დაუნახავს.„მათი პირობის შესრულების მხრივ“. ცნობებით, პენტაგონი აცხადებს, რომ თურქეთის მოქმედება „სერიოზულ საფრთხეს შეიცავს“.
გაერომ გამოაცხადა, რომ 11 ოქტომბერს თურქეთის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის შედეგად 100 ათასი ადამიანია დევნილი და 400 ათასს გადაეკეტა სასმელი წყალი ქალაქ ჰასაქეში და მის გარშემო.
თურქეთის ძალებმა დაიკავეს შვიდი სოფელი ქალაქების, რას ალ-აინის და ტელ აბიადის გარშემო. იტყობინება სირიის სამეთვალყურეო ცენტრი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბრძანება გასცა გაეყვანათ აშშ-ის ჯარები არეალიდან სადაც თურქეთი ოპერაციას ატარებს.