თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გამოაცხადა, რომ თურქეთის ჯარებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში.
ოპერაციას ეწოდება „მშვიდობის წყარო“. თურქეთის ლიდერის თქმით, მისი მიზანია რეგიონში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და ქურთების შეიარაღებულ ფორმირებებთან ბრძოლა.
ვარაუდობენ, რომ ოპერაციის განმავლობაში ანკარა უსაფრთხოების ზონას შექმნის სირია-თურქეთის საზღვარზე. ეს სირიელ ლტოლვილებს შინ დაბრუნების საშუალებას მისცემს, აღნიშნა ერდოანმა.
CNN-ის ჟურნალისტები ჩრდილოეთ სირიაში აფეთქებებისა და სამხედრო ავიაციის გამოყენების შესახებ იტყობინებიან.
სირიელი ქურთები აშშ-ის მთავარი საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეები არიან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. თურქეთი ქურთულ ფორმირებებს ტერორისტებად მიიჩნევს.