აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 11 % -ით შემცირდა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ამ ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეში საქართველოს ხუთვე აეროპორტი ჯამში 583 104 მგზავრს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11 % -ით ნაკლებია.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანახმად, აგვისტოს თვე მგზავრთა ნაკადის მატებით მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა დაასრულა, რადგან მის სტატისტიკაზე ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ.
რაც შეეხება 2019 წლის 8 თვის მონაცემებს - იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს აეროპორტები 3 640 823 მგზავრს მოემსახურა, რაც 8 % -ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.