Добавить новость

В Петропавловске-Камчатском заметили еще четырех медведей

Дочь лидера «Хезболлы» убили в результате удара Израиля по Бейруту

Администрация Чехова провела выездную встречу с жителями села Троицкое

Стало известно, что срок следствия по делу Иванова продлили до конца декабря

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„არტელი რაჭა“ – თანამედროვე ხელოვნების მისამართი რაჭაში

1904 წელს, როცა რაჭის სოფელ ჭყვიშში, ილარიონ ჯინჭარაძე ამ სახლს აშენებდა, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ დაახლოებით 100 წლის შემდეგ,  მისი შთამომავალი, მხატვარი კოტე ჯინჭარაძე ამ სახლს ახალ სიცოცხლეს მისცემდა, იქაურობას „არტელი რაჭას“ დაარქმევდა და მას თანამედროვე ხელოვნების რეზიდენციად აქცევდა.




კოტე თბილისიდან რაჭაში მცირე დროით, ზაფხულში ჩადიოდა ხოლმე - როგორც ყველა, დასასვენებლად. თუმცა 2005 წელს ყველაფერი შეიცვალა. ახლა 120 წლის სახლის კარი გაზაფხულზე იღება და შემოდგომამდე სტუმრებს მასპინძლობს.




კოტე ჯინჭარაძეს ამ სახლში თითქმის არაფერი შეუცვლია - თუ არ ჩავთვლით ეზოში მოწყობილ სივრცეებს - გამოფენას, ღია კინოთეატრს, სახელოსნოს და სტუმრების მისაღებ ოთახებს, რომლებიც კოტემ თავისი ხელით გააკეთა.


წლების განმავლობაში  ძველი ოდა იქ ჩასული მხატვრების ნამუშევრებით გაივსო, რომლებიც  რაჭული ყოფის უძველეს ნივთებს მიემატა  - თანამედროვე ხელოვნების და ეთნოგრაფიული  მასალის ეს სინთეზი იქ მისვლისთანავე თვალს გტაცებს და როგორც თავად მხატვრებიც ამბობენ, იქაურობა წამში გიყვარდება.




სახელოვნებო რეზიდენცია „არტელი რაჭა“ რაჭის სოფელ ჭყვიშში 2005 წელს გაჩნდა - თავიდან, როგორც კოტე ჯინჭარაძემ მოგვითხრო, მხატვრების სამუშაო შეხვედრა მოეწყო. მერე დაიწყო და დაიწყო - რატომ უნდა გამქრალიყო ეს სახლი ისტორიით, თან ასეთ ადგილას და რატომ არ შეიძლებოდა დასავლეთ საქართველოსაც ჰქონოდა თავისი „არტ ვილა გარიყულა“?


„ჩვენ გვინდოდა, რეგიონებშიც მიგვეტანა ის, რაც თბილისშიც ძნელად იკიდებს ფეხს - თანამედროვე ხელოვნება. ყარამან ქუთათელაძის „არტ ვილა გარიყულას“  გამოცდილებაც გამოვიყენე და ასე გაჩნდა „არტელი რაჭა“. მოკლედ, მთავარი იდეა დეცენტრალიზაციაა. თბილისს გარეთაც რომ მოიკიდოს ფეხი თანამედროვე ხელოვნებამ, აქაურებმაც მეტი ინფორმაცია მიიღონ, ახალგაზრდებმა მეტი გაიგონ“.


კოტე ჯინჭარაძე იხსენებს, რომ თავიდან ჭყვიშელები მის ამ წამოწყებას ეჭვით უყურებდნენ, მერე გცნობისმოყვარეობა გაუჩნდათ, ბოლო კი იქ ჩასულ მხატვრებს დაუმეგობრდნენ კიდეც. „არტელი რაჭას“ ყოველ წელს სტუმრობენ უცხოეთიდანაც. რეზიდენციაში მუშაობის შემდეგ ნამუშევრები ადგილზე რჩება და მთელი სეზონის ნამუშევარი, ბოლოს, ფესტივალით სრულდება.




„უკვე ხუთი წელია ამ ფესტივალს ვატარებთ.  დასკვნით გამოფენებს ამბროლაურის სახვითი ხელოვნების და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვაკეთებთ ხოლმე. და ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, რომ რაიონში კულტურული ცხოვრება ცოტათი მაინც გამოცოცხლდეს“.


 „თუნდაც ისეთი მინიმალური, როგორიც მხატვრების ტრანსპორტირებაა“.


წელს „არტელი რაჭაში“ ჩვენი სტუმრობა ჯგუფი „ბულიონის“  იქყოფნას დაემთხვა. ჭინკების და ალების შესახებ ძველ თქმულებებზე ილუსტრირებულ წიგნს ამზადებენ და ამ მხრივ, რაჭაში გავრცელებული ამბებიც მოაგროვეს.  ჩანახატები უკვე მზადაა. აი, მაგალითად, ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, კოკა ქიტიაშვილის ვერსიები ასე გამოიყურება.




ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ნატუკა ვაწაძემ, რომელსაც თურმე, ძალიან უყვარს მითოლოგია,  გვიამბო, რომ პირველად  ჭინკებისა და ალების მაგიური ამბები  ბავშვობაში, თავისი რაჭველი მეზობლისგან მოისმინა. რაჭაში წასვლა რომ გადაწყვიტეს, ეს მოგონებები ბუნებრივად გაცოცხლდა და ხალხში შემორჩენიი ამბების შეგროვება რაჭაშიც დაიწყეს.




ნატუკა ვაწაძეს შოთა ბაბუს მონაყოლი ახსოვს, რომელიც მონადირე იყო, რომ ერთხელ, რაჭაში, ერთი სოფლიდან მეორეში ცხენით მიმავალს, ორივე მხრიდან ცხენებზე ამხედრებული ქალები ამოსდგომიან. ძალიამ ლამაზები და გრძელთმიანები. მაგრამ იცოდა,  ალებს არ უნდა დალაპარაკებოდა, თორემ მოახრჩობდნენ. ღამე იყო, გარშემო უკუნი სიბნელე იდგა. მონადირე მიტოვებულ წისქვილში შესულა ღამის გასათევად. ქალები, უხმოდ მისწოლიან გვერდით. მამლის პირველ ყივილზე კი გამქრალან.


„ეს ამბავი დღემდე მკაფიოდ მახსოვს. აქ რომ ჩამოვედით, ხალხს ვეკითხებოდი, თუ მსგავსი რამე სმენოდათ ან თავს გადახდენოდათ. თავიდან არ მიყვებოდნენ, მაგრამ ცოტ ხანში, უკეთ რომ გაგვიცნეს და დაგვიმეგობრდნენ, გაიხსნენ და უამრავი ძალიან საინტერესო ისტორია ჩავიწერეთ. ეს ხომ გამოგონილი ამბებია, რომელიც ხალხის ფანტაზიაზე მეტყველებს. მერე ამ ამბების ხატვაც დავიწყეთ და დასურათებული წიგნის გამოცემაც გადავწყვიტეთ. სამი მხატვარი ხატავს და წიგნიც სამი გამოვა. მგონია, რომ არც ეს ძველი ამბები დაიკარგება და ბავშვებისთვისაც საინტერესო საკითხავი იქნება“, - გვითხრა ნატუკა ვაწაძემ.




„ბულიონის“ შემდეგ კოტე ჯინჭარაძე რეზიდენციაში  მხატვრების ახალ ჯგუფს ელოდა. და ასე იქნება შემოდგომამდე, სანამ რაჭაში თოვლი არ მოვა და მთაში მისვლა არ გართულდება. და კიდევ, სანამ კოტე მასპინძლობას შეძლებს, რადგან ამ ყველაფერს, ცხადია, ფინანსებიც სჭირდება. დაფინანსებას კი ყოველთვის ვერ იღებს.


დაზამთრებამდე, კოტე, ალბათ, იქ ჩასული სტუმრებისთვის სახელდახელოდ შეჭედილ ოთახებსაც შეავლებს ხელს. როგორც თავად ამბობს, ხელოვანებს ბევრი არაფერი სჭირდებათ - მთავარია კარგი გარემო და სამუშაო პირობები.




როგორც კოტე ჯინჭარაძე ამბობს, იდეების მქონე  ადამიანები, ვისაც მსგავსი საქმის კეთება უნდა, საქართველოს ყველა კუთხეში მოიძებნებიან. თავიდან, მის მსგავსად, ენთუზიაზმითაც შეიძლება დაწყება, თუმცა დროთა განმავლობაში, ასეთ წამოწყებებს, იმისთვის, რომ მათ იარსებონ,  სახელმწიფოს მხარდაჭერაც სჭირდება.


პს. „არტელი რაჭიდან“ სიმბოლური ფოტოს გარეშე ვერ წამოხვალთ - წესი ასეთია: ოდის მეორე სართულის ხისრიკულებიან აივანზე უნდა შეიყაროთ და კოტეს ობიექტივს შეხედოთ - „არტელი რაჭის“ ისტორია ასეც იწერება.


 

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Доцент Фиронов: новые ставки утильсбора приведут к подорожанию авто с 1 октября

«Едем на рыбалку»: Башаров рассказал о последнем разговоре с Мадяновым

Reuters узнало об отказе Индии покупать российский газ с «Арктик СПГ 2»

Вратарь ульяновской «Волги» Игорь Трушкин: «Сухари» - не главное»

Музыкальные новости

Можно ли перевестись из одной автошколы в другую в процессе обучения?

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Социальный фонд выплатит остатки материнского капитала менее 10 тысяч рублей

В городском округе Домодедово проведена агитационно-разъяснительная работа с населением о сохранности имущества.

"Яндекс Недвижимость": в большинстве городов России подешевели новые однушки

Новости России

Резидент ОЭЗ «Технополис Москва» внедрил новое медоборудование

Ростех проводит испытания новых суперстойких датчиков Вулкан для АЭС

Не перегрузился ли молодой организм якутского борца? Лев Павлов является кандидатом на поездку на чемпионат мира

Россия построит в Таджикистане школу за 4 млрд. рублей и по 800 млн. сверху ежегодно. За деньги из налогов россиян

Экология в России и мире

От аспирина до фосарбина. За что любили народного академика Арбузова?

Масспостинг вертикальных видео в TikTok, Youtube-shorts, ВК-клипы, Reels.

Новосибирские хирурги провели сложную операцию по удалению опухоли позвоночника

Питание и здоровье: чего нам не хватает?

Спорт в России и мире

Рахимова обыграла Биррелл и вышла во второй круг WTA 1000 в Пекине

Токио (ATP). 1-й круг. Хуркач сыграет с Гироном, Берреттини – с ван де Зандшульпом

Пекин (ATP). 2-й круг. Котов сыграет с Коболли, Сафиуллин – с Синнером, Медведев – с Маннарино

Теннисист Надаль вошел в состав сборной Испании на Кубок Дэвиса

Moscow.media

В городском округе Домодедово проведена агитационно-разъяснительная работа с населением о сохранности имущества.

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»

Колымская красненькая...

Для ремонта дорог в Петербурге в 2025 году ищут подрядчиков











Топ новостей на этот час

Rss.plus






Политический анекдот об арестах генералов и чиновников России

Дочь лидера «Хезболлы» убили в результате удара Израиля по Бейруту

Лавров заявил о необходимости немедленной остановки эскалации на Ближнем Востоке

День в истории: 28 сентября