ჩემი შინაგანი განწყობა ნამდვილად არ არის, რომ აქტიური პოლიტიკით ვიყო დაკავებული, - უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სატელევიზიო ტოკ - შოუების ჟურნალისტებთან შეხვედრისას დასმული შეკითხვის პასუხად - რჩება თუ არა მინისტრთა კაბინეტში და ხომ არ არის მოსალოდნელი,მან განათლების მინისტრის პოსტზე გადაინაცვლოს
„რა თქმა უნდა, არა. მე ვიქნები ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. თუ ჩემი პირადი მოსაზრება გაინტერესებთ, ჩემი შინაგანი განწყობა ნადვილად არ არის, რომ მე აქტიური პოლიტიკით ვიყო დაკავებული. რა თქმა უნდა, ამავე დროს გუნდს თავის მოსაზრება აქვს, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ. მე, მინდა ხაზი მთავარს გავუსვა, რითაც დავიწყე - მე საჯარო პოლიტიკაში შემოვედი კონკრეტული მიზნითა და ამოცანით, რომლის რეალიზაციაც მოხდა. ვფიქრობ, ამაზე მე, დღეს საკმაოდ შინაარსობრივად და დეტალებში ვისაუბრე. შესაბამისად, მე, ნამდვილად არ განვიხილავ და ჩემი შინაგანი განწყობა არ არის ის, რომ ამ ეტაპზე, პოლიტიკაში აქტიურად ვიყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა, გუნდს აქვს და მომავალშიც ექნება თავსი მოსაზრებები და ამ მოსაზრებებს მე, ყოველთვის პატივს ვცემ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მას ასევე ჰკითხეს, გამორიცხავს თუ არა ეროვნულ ბანკში მუშაობის გაგრძლებას.
„რა თქმა უნდა გამოვრიცხავ. ძალიან მაინტრესებს ასეთი ფანტაზიები როგორ და სად იბადება ხოლმე. პირდაპირ გითხარით, უახლოეს მომავალში აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას არ ვგეგმავ, ვრჩები პოლიტიკური საბშჭოს წევრად. მე ვიყავი და ვარ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთგული წევრი და დღეს ასეთ საკითხებზე საუბარი, მართლაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ეს ყველაფერი არის ფანტაზიის ნაყოფი“,- განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
თითქმის წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდგ მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინიტრის პოსტი დატოვა, გადადგომის შესახებ განცხადება მან ფეიბუკის გვერდზე გაავრცელა.