დავინახავთ ახალ პაიკებს, რომლებიც საარჩევნო ვითარებას უკეთესად მოერგებიან, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძე ჟურნალისტების კითხვას მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ყველა მოვლენა, რაც დღეს საქართველოში ხდება, დაკავშირებულია ძალაუფლების შენარჩუნებასთან.
“ყველა მოვლენა, რაც დღეს საქართველოში ხდება – დაჭერები, “რუსთავი 2″-ის გაჩერება, რეპრესიები, ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ქმედებები, რომელსაც პოლიტიკური მიზნები გაუჩნდა, ისევე, როგორც მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები, დაკავშირებულია ერთ რამესთან – ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ხელისუფლება, ივანიშვილი დგამს ყველა ნაბიჯს. ყველაფერი უნდა განვიხილოთ მომავალი არჩევნების კონტექსტში. ამ თვალსაზრისით დავინახავთ ახალ პაიკებს, რომლებიც საარჩევნო ვითარებას უკეთესად მოერგებიან”, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებებია მოსალოდნელი, მათ შორის, გავრცელებული ცნობით, პოსტებს დატოვებენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.