ამ ეტაპზე რაიმე სახის სამთავრობო ცვლილებებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ცვლილებას, არ ვადასტურებ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე დასმულ კითხვას.
ამასთან, ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ, შესაძლებელია, მთავრობაში გარკვეულ ცვლილებებზე იყოს საუბარი, თუკი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გახდება საჭირო.
“რაიმე სახის ცვლილებებს არ ვადასტურებ და არც გუნდი ადასტურებს. სამომავლოდ რაიმე სახის ცვლილებებზე შეიძლება ვისაუბროთ, თუმცა ამ ეტაპზე, დღეს რაიმე სახის ცვლილებებზე, კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარს არ ვადასტურებ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებებია მოსალოდნელი, მათ შორის, გავრცელებული ცნობით, პოსტებს დატოვებენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.