რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის მუშაობას დადებითად აფასებს რუსების ორი მესამედი, 67%, უარყოფითად - 31%. სრულიად განსხვავებული სურათია მთავრობის და სახელმწიფო სათათბიროს მუშაობის შეფასებისას.
„ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა 63%-ი უკმაყოფილოა დმიტრი მედვედევის მუშაობით; პრემიერ-მინისტრის მიმართ დადებითად არის განწყობილი რესპონდენტების 36%-ი. მთლიანობაში მინისტრთა კაბინეტის მუშაობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 44 %-ი, 55%-ი - უარყოფითად
კიდევ უფრო უარესად არიან განწყობილი რუსეთის მოქალაქეები სახელმწიფო სათათბიროს მუშაობის მიმართ: რუსების 60%-ი უკმაყოფილოა ქვეყნის პარლამენტის მუშაობით.
მაისის თვეში რუსეთში დაფიქსირდა პრეზიდენტ პუტინის ნდობის რეიტინგის ისტორიული ვარდნა. ეს ციფრი, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი (ВЦИОМ) ცენტრის მეთოდოლოგიით, მაისში იყო 31,7%-ი.