საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ლედის მეჰრიბან ალიევას დაბადების დღე ტელეფონით მიულოცა,- ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის ვიცე პრეზიდენტს შორის ძალიან თბილი საუბარი შედგა, რომლის დროსაც სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხარეს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დაგმობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის“,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ცნობის თანახმად, „ქალბატონმა მეჰრიბან ალიევამ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და გამოთქვა სურვილი მათი კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე“.