Добавить новость

Фотовыставка о добрых делах открылась в саду им. Н.Э. Баумана

Суд в Москве арестовал потушившего свечи в церкви мужчину

В 11 муниципалитетах Подмосковья протестировали тепловые сети

СК РФ сообщил о попытках фигурантов дела о массовом отравлении уничтожить улики и скрыться



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ალექსანდრ ჩერკასოვი: ჩეჩნეთი არ არის რუსეთისათვის ყველაზე უარესი რეგიონი

ალექსანდრ ჩერკასოვი: ჩეჩნეთი არ არის რუსეთისათვის ყველაზე უარესი რეგიონი

ოცი წლის წინ, 1999 წლის აგვისტოში დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი და დაიწყო, როგორც ამბობენ, ვლადიმირ პუტინის ეპოქა რუსეთში. ამ გარდამტეხი ოცწლეულის დასაწყისზე, მის ლოგიკასა და შუალედურ შედეგებზე მსჯელობის დროს ადამიანები, როგორც წესი, იყენებენ „საბოლოო მიზნის თეორიას“, ამბობს უფლებადამცველი ცენტრის, „მემორიალის“, ხელმძღვანელი, ალექსანდრ ჩერკასოვი.

„თუ ზოგიერთი მოვლენა რაღაც შედეგით დასრულდა, ესე იგი ის სპეციალურად იყო ჩაფიქრებული ამ შედეგის გამოსაწვევად. ადამიანებს ახასიათებთ გარკვეული ჩანაფიქრით იმის ახსნა, რაც მათ გარშემო ხდება. სინამდვილეში, იმავე ადამიანებმა იციან, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუ მათ რაიმეს მოჰკიდეს ხელი, უფრო ხშირად იმის სრულიად საპირისპირო შედეგს ღებულობენ, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ. მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს ჯაჭვისებურად დავალაგოთ მოვლენები, ერთმანეთთან ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული და წინასწარ დაგეგმილი სვლები“, - ამბობს ალექსანდრ ჩერკასოვი და ყურადღებას ამახვილებს 1999 წლის აგვისტოში მომხდარ მოვლენებზე, რაც მსგავს ეჭვებს უფრო აძლიერებს. ომი, რომელიც ჯერ კიდევ დაღესტანში დაიწყო, მოსკოვში ერთბაშად მოინათლა ანტიტერორისტულ ოპერაციად ჯერ კიდევ ბუინაკსკში, მოსკოვსა და ვოლგოდონსკში მომხდარი საცხოვრებელი სახლების აფეთქების შემდეგ. შესაბამისად, მრავალი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ეს იმთავითვე იყო ჩაფიქრებული და დაგეგმილი.

ალექსანდ ჩერკასოვი: „უფრო ჩაღრმავებული კომენტარები ითვალისწინებს, მაგალითად, ისეთ ფაქტებს, როგორიცაა ჩრდილოკავკასიური სამხედრო ოლქისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების დანაყოფების მიერ 1998 წელს ჩატარებული ერთობლივი მანევრები, რომლის დროსაც, თითქოს, განიხილებოდა შესაძლო საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიაში. ბევრი სხვა ამგვარი ფაქტი თავს იყრის ერთ მარტივ კონცეფციაში: კრემლი ემზადებოდა არა მხოლოდ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის ბოლოს მოსაღებად, არამედ ამას გეგმავდა სწორედ 1999 წელს“.

 

რა კავშირი აქვთ ვაჰაბიზმთან კრიმინალურ ავტორიტეტებს

ვადიმ დუბნოვი: მოდი, დავუბრუნდეთ 1999 წელს. აქ სამი სიუჟეტია: პირველი - წმინდად დაღესტნური, რითაც დაიწყო ყველაფერი, მეორე სიუჟეტი - შამილ ბასაევის დაღესტანში შესვლა და მესამე სიუჟეტი - რუსეთის ძალისმიერი სტრუქტურების მონაწილეობა. ჯერ კიდევ მაშინ იყო მოდური იმაზე ლაპარაკი,თითქოს სადღაც, ლაჟვარდოვან სანაპიროზე, დაინახეს შეხვედრაზე მყოფი ბასაევი და ალექსანდრ ვოლოშინი (რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე - რედ.), რადგან ორივეს გეგმაში შედიოდა დაღესტნის დესტაბილიზაცია. რამდენად თვითმყოფადია ეს სამი სიუჟეტი და რამდენად ერთიანდებიან ისინი ერთ ლოგიკურ ხაზში?

ალექსანდრ ჩერკასოვი: „აქ ჩვენ მოგვიხდება წარსულში ძალია ჩაღრმავება. რატომ - დაღესტანი? იმიტომ, რომ შამილ ბასაევს ჰყავდა ბევრი დაღესტნელი მებრძოლი და იმიტომ, რომ იგი საერთოდ ხელმძღვანელობდა ე.წ. ჩეჩნეთისა და დაღესტნის ხალხების კონგრესს და როგორც ერთგან, ისე მეორეგან აცხადებდა გამოკვეთილად შარიათზე დაფუძნებულ ისლამურ სახელმწიფო წყობას. რატომ მოხდა ეს? დაღესტანში ვაჰაბიტები, ან, როგორც უფრო ზუსტად უწოდებენ მათ, სალაფიტები, სალაფიტური თემები, ადრეულ წარსულშიც არსებობდნენ.დაღესტანში გაძლიერდა ზომები სალაფიტების წინააღმდეგ, შემოიღეს ანტივაჰაბიტური კანონმდებლობა, რამაც მათი დიდი რაოდენობით ჩეჩნეთში გაქცევა განაპირობა - პირველ რიგში, სალაფიტური თემის ლიდერების, მეორე მხრივ, მათი მიმდევრების. დაახლოებითიმავე დროს დაახლოებით იმავე სცენარით დაიწყო გასვლა - ანუ, როგორც ამას უწოდებენ, მსგავსი სალაფიტური თემის ხიჯრა - ყარაჩაევო-ჩერქეზეთიდან ჩეჩნეთში“.

ვადიმ დუბნოვი: დაახლოებით იმ პერიოდში ხდება თანდათანობითი ისლამისტური ევოლუცია დაღესტნის სოფლებში - კარამახიში და ჩობანმახიში...

ალექსანდრ ჩერკასოვი: „კარამახისა და ჩობანმახის მსგავს ევოლუციას, ანუ იქ ისლამისტების თემის აღმოცენებას, საფუძველი ჩაეყარა, თუ გნებავთ, ჩვენი პოსტსაბჭოთა განუკითხაობის დროს. რატომ გაჩნდა კარამახიში სალაფიტური თემი? საქმე ისაა, რომ კარამახიში საბჭოთა ტიპის უზარმაზარი მეურნეობა მრავალ ცალკეულ წვრილ მეურნეობად დაიშალა, ხოლო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კანონმდებლობა არაფერს სთავაზობდა ამ წვრილ-წვრილ მესაკუთრეებს ერთმანეთში სამეურნეო-სამართლებრივი საკითხების გადასაჭრელად,ისევე, როგორც სხვა რეგიონებში. ოღონდ ზოგან სამეურნეო სუბიექტებს შორის დავას წყვეტდნენ დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტები.გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც იყვნენ მოვაჭრეთა, ხელოსანთა და წვრილმან მეურნეობებს შორის აღმოცენებული კანონის მატარებლები. შარიათის მატარებელ ამ სალაფიტურ თემზე, როგორც სამართლის წყაროზე, მოთხოვნილება გაჩნდა, უბრალოდ, სამეურნეო თვალსაზირისით სოფლის გადარჩენის გამო“.

ცნობილია, რომ ხატაბი (ამირ იბნ ალ ხატაბი) კარამახიში ჩნდება უკვე 1997-98 წლებში. მისი ერთ-ერთი ცოლი იქიდან იყო. ხელისუფლების არარსებობამ დაღესტანში კიდევ უფრო გააძლიერა იქაური ვაჰაბიტები. დაღესტანში ჩასულმა სერგეი სტეპაშინმა (რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა-რედ.), რომელიც ცდილობდა ბოლო მოეღო ამ კლანური განუკითხაობისთვის, გადაწყვიტა თავიდან გაენეიტრალებინა ერთ-ერთი ძალა. რადგან ყველასთან ერთად ბრძოლა შეუძლებელი იყო, არჩევანი სალაფიტებზე შეჩერდა. იმ პერიოდს ემთხვევა სტეპაშინის ვიზიტი (დაახლოებით, 1998 წლის ივლისი) კარამახიში და მის მიერ ნათქვამი სიტყვები, რასაც, მთლიანობაში, ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა ჩეჩნეთში: „აქ, მთლიანობაში, საკმაოდ მშვიდობიანი ბიჭები არიანო“, - თქვა რუსმა მინისტრმა.

 

ომი, როგორც ელექტორალური ღონისძიება

ალექსანდრ ჩერკასოვი: „საქმე ისაა, რომ, 1998 წლიდან დაწყებული, ჩეჩნეთში შამილ ბასაევი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა. ასლან მასხადოვმა მას მისცა შესაძლებლობა ემართა და ნახევარი წელი ბასაევი მართავდა, მაგრამ, როგორც ხელმძღვანელმა, მან, ჯამში, საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. პირობა დადო, „თუ ნახევარ წელიწადში ვერაფერს გავაკეთებ, ამ პოსტიდან წავალო“, და ივლისში გადადგა, მაგრამ იმავე დღეს სათავეში ჩაუდგა ჩეჩნეთისა და დაღესტნის ხალხთა კონგრესს. ასლან მასხადოვმა საგანგებო მდგომარეობა შემოიღო ვაჰაბიტების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მაგრამ ამ დროს მოდის ცნობა დაღესტნიდან: იქ, როგორც ირკვევა, სტეპაშინმა თქვა, ვაჰაბიტები კარგი ბიჭები არიანო. „მორჩა“, - გადაწყვიტეს ჩეჩნეთში, - „ჩვენ სარმა გამოგვდეს“. არადა,სტეპაშინი არავისთვის სარმის გამოდებას არ აპირებდა. ეს იყო დამთხვევა.

ამასთან, ბასაევი სერიოზულად აგროვებდა თავის მომხრეებს მთიანი დაღესტნის რაიონებში, იმავე ცუმადინის რაიონში. პატარა ჯგუფები ახერხებდნენ იქ შეღწევას, ერთი სოფელი კი მისი რაზმის ერთგვარ ბაზას წარმოადგენდა, რაც არავისთვის არ იყო დამალული. მაგალითად ის, რომ იქ მივიდა ბასაევისათვის განკუთვნილი ბენზინით სავსე ავტოცისტერნა, არ იყო უცნობი ადგილობრივი ეფესბეშნიკებისთვის (რუსეთის უშიშრეობის სამსახურის,ФСБ -ს,თანამშრომლები - რედ.), თუნდაც იმიტომ, რომ სოფელ აგვალზე (რაიცენტრი) გამავალი ერთადერთი გზა ადგილობრივი ФСБ-ს ფანჯრებთან გადიოდა“.

ამ დროისათვის ჩეჩნეთში სამოქალაქო ომი უკვე მთელი ძალით მიდის. გუდერმესში ადგილი ჰქონდა ბასაევისა და იამადევის შეტაკებას.ფაქტობრივად, ხელისუფლებას ჩამოაშორეს ასლან მასხადოვი, ძლიერდება ახმატ კადიროვისა და მთელი გუდერმესის კლანის აქტიურობა. იყო ახმატ-ხაჯი კადიროვზე თავდასხმის რადენიმე მცდელობა... თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იყო სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი. მაგრამ ამას არ მოჰყოლია მოვლენების შემდგომი განვითარება, ადეკვატური საპასუხო დარტყმა ბასაევზე. ამას პირდაპირ მოჰყვა ომის დაწყება.

ვადიმ დუბნოვი: ანუ, ამგვარად, ჩვენ ვშორდებით მწყობრ თეორიას, თუნდაც თანამიმდევრულ ისტორიას, რომ 1999 წლის აგვისტო-სექტემბერში ვლადიმირ პუტინმა თავისიაღზევება დაიწყო ჩეჩნეთში ომით. გამოდის, რომ ის მოვიდა მაშინ, როცა ყველაფერი,ფაქტობრივად, მზად იყო და გარდაუვალი იყო უკვე1999 წლიდან?

ალექსანდრ ჩერკასოვი: „ნუ, ასე გამოდის. თუ ჩეჩნეთის პირველი ომი დასაწყისში მზადდებოდა როგორც ელექტორალური ღონისძიება, როგორც მეთოდი კომუნისტებისა და პატრიოტებისათვის ელექტორატის წასართმევად, ბორის ელცინის დავარდნილი რეიტინგის ამაღლების მიზნით, რაც არ მოხერხდა, ჩეჩნეთის მეორე ომი ასეთი გეგმის მოულოდნელ და წარმატებულ განხორციელებად მოგვევლინა... ცუგცვანგის ვითარებაში, რაც სუფევდა 1999 წლის აგვისტოს დასაწყისში, არავის შეეძლო წარმოედგინა, რომ სადღაც ცუმიდანის რაიონის მთებისკენ მიმავალი ასეთი მცირერიცხოვანი შეიარაღებული მეამბოხეების ჯგუფი რამდენიმე მილიციონერს შეეჯახებოდა, გაიმართებოდა სროლა, მილიციონერები დაიღუპებოდნენ, ხოლო მთებში ჩააყენებდნენ შინაგანი ჯარების 102-ე ბრიგადის ნაწილებს, მათთვის გზის მოსაჭრელად კი ბასაევი ბოთლიხში შევიდოდა“.

 

ამ სერიიდან ყველაზე მეტად დაგვამახსოვრდა „ტუალეტში ჩახრჩობა“

ვადიმ დუბნოვი: ანუ, სხვა სიტყვებით, რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრის (პუტინის) გუნდმა ისარგებლა იმ რუკებით და გეგმებით, რომლებიც მანამდე იყო მომზადებული და მაინც განწირული იმისთვის, რომ გამოიყენებდნენ? 

ალექსანდრ ჩერკასოვი: „დიდი არაფერი ბედენა გეგმები იყო და არც რუკები იყო გადასარევი. სხვა საქმეა, რომ რიტორიკა შეიცვალა. მანამდე ვერავინ ბედავდა საჯარო პოლიტიკის ფაქტად ექცია მთელი ეს ძალის დემონსტრირება. 1997 წლიდან ცდილობდნენ, რომ საერთოდ არ ეხსენებინათ ჩეჩნეთი იქიდან ჯარის გაყვანის შემდეგ. ის თავისით იჩენდა თავს დღის წესრიგში, მაგრამ ეს იყო უხერხული და წამგებიანი. ვლადიმირ პუტინმა და მის უკან მდგარმა გუნდმა, პირიქით, ეს გამოიყენა თავგამეტებით და უკვე 1999 წელს ჩვენ ვხედავთ პუტინის რეიტინგის ყოველკვირეულ ზრდას, დაახლოებით, 7 %-ით, ყველა მისი მკვეთრი განცხადების შემდეგ. ამ სერიიდან ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, დაგვამახსოვრდა „ტუალეტში ჩახრჩობა“. სხვა გამოთქმებიც იყო“.

ვადიმ დუბნოვი: 1999 წლის სექტემბერში უკვე გარდაუვალი ჩანდა გროზნოს მეორე დანგრევა და სრულმასშტაბიანი ომი, თუ მაინც იმედოვნებდნენ მოსკოვში ნახევარზომებით ფონს გასვლას?

ალექსადრ ჩერკასოვი: „სრულიად შესაძლებელია, რომ მადა ჭამაში მოდიოდა, მაგრამ მშვიდობაზე განსაკუთრებული გათვლა არ ყოფილა. გავიხსენოთ, რომ 1999 წლის 10-11 აგვისტოს მიდამოებში, როცა მასხადოვი ცდილობდა დაღესტნის ხელმძღვანელ მაგომედ ალი მაგომედოვთან მოლაპარაკების გამართვას, ის, უბრალოდ, არ შეუშვეს დაღესტანში, ხოლო მაგომედოვს აუკრძალეს ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობა.

ფედერალური ხელისუფლების დღის წესრიგი, ჩანს, უკვე მაშინ ითვალისწინებდა ჩეჩნური სეპარატიზმის საკითხის საბოლოო მოგვარებას. ყველაზე უფრო ფართოდ ეს მედიის კუთხით გათამაშდა, მაგრამ საზოგადოებაც ელოდა რაღაც მსგავსს“.

ვადიმ დუბნოვი: 20 წლის წინ პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით კონფლიქტის ჩეჩენიზაცია, რამაც შედეგად განაპირობა კადიროვის ფენომენის გამოჩენა, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. 2006-2007 წლებში რამზან კადიროვმა დაიწყო კონკურენტების გეგმაზომიერი მოშორება და 2010 წლიდან, შეიძლება ითქვას,კადიროვი,ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებს ვითარებას ჩეჩნეთში. რამდენად არის კრემლისათვის შინაგანად წინააღმდეგობრივი კადიროვის ფენომენი, მისი იმ გამომწვევი ქმედებების გამო, რაც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ფედერალურ ხელისუფლებას?

 

რუსეთში არის ორი უალტერნატივო პოლიტიკოსი - პუტინი და კადიროვი

ალექსანდრ ჩერკასოვი: „მთლიანობაში, ჩეჩნეთი - თუ არ ჩავთვლით ცუდ ინფორმაციებს, სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციასა და გეების დევნას რომ უკავშირდება - ფედერალური ცენტრისათვის, რუსეთისათვის, არ არის ყველაზე უარესი რეგიონი. რამზან კადიროვი ბევრ რამეში ძალიან სასარგებლო ადამიანია. მაგალითად, რუსეთში იმ ადამიანების დაბრუნების საქმეში, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზონაში გაემგზავრნენ, რამზან კადიროვი და მისი წარმომადგენლები თამაშობდნენ არცთუ ურიგო, გრძელვადიან და კარგად მოფიქრებულ თამაშს, მეზობელი რეგიონების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, რომლებსაც საერთო არ ჰქონიათ გააზრებული პოლიტიკა. თუ რამზან კადიროვს შევადარებთ ზოგიერთი მეზობელი რეგიონის ლიდერს, მას არცთუ ყველაზე ურიგო გუნდი ჰყავს; მას შეუძლია უფლებამოსილების დელეგირება, ის ადამიანებს ირჩევს არა მხოლოდ მათი საეჭვი სამხედრო თუ ნახევრად სამხედრო დამსახურებების, არამედ ადმინისტრირების უნარების მიხედვით.

რუსეთში არის ორი პოლიტიკოსი, რომლებსაც არ ჰყავთ ალტერნატივა - ეს არის პუტინი და კადიროვი. რამზანმა ამაზე საკმაოდ კარგად იზრუნა და მას, ჩანს, ფედერალური ცენტრისათვის ბევრჯერ შეუთავაზებია მსგავსი ვარიანტი: „ან მომიშორებთ მე და თქვენ გექნებათ ძალიან დიდი პრობლემები, ან თქვენ ასრულებთ ჩემს დაჟინებულ მოთხოვნებს და ყველაფერი გაცილებით იაფად დაგიჯდებათ“.

ვადიმ დუბნოვი: ოდესღაც თქვენ ამბობდით, რომ რამზანის მოსისხლე მტრები მეზობელ კაბინეტებში არიან, იმავე ოცეულში, მის დაცვაში, ხელის გაწვდენის მანძილზე, და რომ რამზანმაც იცის ეს და მთელმა ჩეჩნეთმაც. შესაძლოა„მოსისხლეები“ ეს მხოლოდ რიტუალური სახეა, მაგრამ განა ყველაფერი მიეცა დავიწყებას, ყველაფერი ეპატია?

ალექსანდრ ჩერკასოვი: „მე ვამჯობინებდი არ მემსჯელა დეტალეში იმაზე, რა მოხდება, თუ ანგარიშს ყველა წარმოადგენს. დიახ, რეალურად, ყველა სისხლის აღებასთან დაკავშირებული კონფლიქტი როგორღაც მოწესრიგებულა, თითქოს შერიგებაც ხდებოდა. მაგრამ ხომ არსებობს მნიშვნელოვანი მომენტი: ადათის, ჩვეულების აღსრულება შეუძლებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით - ეს შეუთავსებელი რაღაცაა. ძალიან მეშინია, რომ ბევრი ანგარიში, რომელიც ანაზღაურებულად ითვლება, ბევრისთვის, სინამდვილეში, არ არის ანაზღაურებული. ამიტომ არც კი მინდა ვიფიქრო, თუ რა მოხდება სტაბილურობის დასრულების შემდეგ. მეორე მხრივ, ჩეჩნეთის საზოგადოების უზარმაზარი ცვლილება თუნდაც იმაში მდგომარეობს, რომ დღეს არსებობს ერთი ჩეჩენი, რომელსაც შეუძლია ყველას მაგივრად ლაპარაკი - ოთხასი წელიწადია, ასე არ ყოფილა. ადათები ძალიან შეიცვალა და ღმერთმა უწყის, რა იქნება ხვალ ან ზეგ.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Около 90% предпринимателей Подмосковья внедрили в работу цифровые сервисы

Китайская Wison New Energies вышла из проекта НОВАТЭКа Арктик СПГ-2

В Москве Всероссийская ярмарка трудоустройства пройдёт 28 июня

Подаренная Брежневым лидеру Компартии США картина ушла с молотка за 197 тысяч долларов

Музыкальные новости

В аэропорту Пулково задержали девять рейсов и отменили еще два

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады

Сергей Собянин. Главное за день

В Пулково задерживаются шесть рейсов

Новости России

Эксперт Григорьев дал совет, как покупать доллар

Праздник движения «Орлята России» прошел в Ногинске

В Москве Всероссийская ярмарка трудоустройства пройдёт 28 июня

Кондопожский ЦБК признали лидером в области экологических технологий

Экология в России и мире

Kenzo, коллекция menswear весна-лето 2025

Сохраним океан для планеты с Waldorf Astoria Seychelles Platte Island

Фрукт с сюрпризом: доктор Кутушов рассказал, чем опасен съеденный червь

Как Россия уступила Азербайджану значительные территории Дагестана и два села

Спорт в России и мире

Теннисистка Самсонова вышла в финал турнира в Хертогенбосхе

Россиянка Людмила Самсонова выиграла турнир WTA в Хертогенбосе

Овечкин, Яковлев, Фридзон и Мыскина сыграли в падел-теннис в Турции: «Победила дружба»

Лучший теннисист Казахстана узнал позицию в обновленном рейтинге ATP

Moscow.media

Axenix поддержит Беляевскую премию в популяризации ИИ

ТСМ реконструирует участок трассы М-1 «Беларусь»

«Байкал Сервис» снижает тарифы из городов Сибири

В МЧС объяснили появление пожарных у театра "Теремок"











Топ новостей на этот час

Rss.plus






«Москва сделала очередной ход» // Дмитрий Дризе — о заявлениях Владимира Путина в Ханое

Петербургских генералов МВД начали судить по делу о взяточничестве

В Москве судят полицейских из Петербурга за получение взяток

Молодожены из Карелии отправятся в свадебное путешествие по Волге