ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, ამ საუკუნის მთავარი ანტიუტოპიის, კონტრუტოპიის თუ დისტოპიის — „საოცარი ახალი სამყაროს“ ავტორზე, ჰუმანისტზე, პაციფისტზე და სატირიკოსზე, ოლდოს ლეონარდ ჰაქსლიზე.