აშშ-ი მიესალმა ცეცხლის შეწყვეტას სირიის ჩრდილოეთ პროვინცია იდლიბში, როგორც „მართლა მნიშვნელოვანს“ იმისთვის, რომ შეწყდეს თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის 3 აგვისტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალური პირები მაღალ შეფასებას აძლევენ თურქეთისა და რუსეთის ერთობლივ ძალისხმევას, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ასამოქმედებლად, რაზეც ორი ქვეყნის ლიდერები 2018 წლის სექტემბერში სოჭში შეთანხმდნენ.
ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ „სირიის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოწესრიგების ერთადერთ სიცოცხლისუნარიან გზად რჩება ჟენევის სამშვიდობო პროცესი გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ.“
სირიის ხელისუფლებამ 1 აგვისტოს განაცხადა, რომ დათანხმდა ზავს ომით გაპარტახებულ იდლიბის პროვინციაში, იმ პირობით, რომ რაიონის გარშემო შეიქმნება ბუფერული ზონა, რასაც თურქეთ-რუსეთის გარიგება ითვალისწინებს.
სოჭის შეთანხმება ითვალისწინებს, რომ თავიდან აიცილებდა სირიის არმიის შეტევა პროვინციაში მყოფ მეამბოხეებზე, რომლებსაც სირიის რეჟიმი „ტერორისტებს“ უწოდებს.
იდლიბში მთავარ ძალას წარმოადგენს ალ-ყაიდასთან დაკავშირებული „ჰაიატ თაჰრირ აშ-შამანის“ 10 ათასკაციანი დაჯგუფება. სირიის სამთავრობო ჯარებს ასევე ებრძვიან პროთურქულად განწყობილი მეამბოხეები, რომლებიც პროვინციის მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებენ.