რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც სახელმიფო ვიზიტით იტალიაში იმყოფება, ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იქნება რომის პაპის სავარაუდო ვიზიტზე რუსეთში.
4 ივლისს პუტინი ასევე შეხვდება იტალიის პრეზიდენტ სერჯიო მატარელას და პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს. მოლაპარაკების მთავარ საგანს წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება იტალიასთან, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანასთან, რომელიც კავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთთან ეკონომიკური სანქციების რეჟიმში იმყოფება, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო.
იტალიის ვიცე-პრემიერ-მინისტრი მატეო სალვინი, რომელიც არ მალავს პუტინით აღფრთოვანებას, მოუწოდებს ევროკავშირს ეკონომიკური სანქციების შერბილებისკენ.