„ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ მოცემულობაში, როდესაც ყველას აქვს თავისი ვიწრო პარტიული ინტერესი, ჩვენ მოვძებნოთ ის გამოსავალი, რომელიც უმრავლესობისთვის იქნება სწორი და მისაღები“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი ცნობით, პირველ ივლისს ჩატარდება შეხვედრა პოლიტიკური პარტიებისა, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რომელზეც მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ვერსიას განიხილავენ. „ეს ვერსია გულისხმობს დაუყოვნებლივ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლის არჩევნებისთვის ნულოვანი ბარიერით. ნულოვანი ბარიერი იმიტომ, რომ ეს სისტემა შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად ბევრ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლების საზოგადოებრივი მხარდაჭერა შეიძლება ძალიან მაღალი არ იყოს, რომ აღმოჩნდნენ საქართველოს პარლამენტში და შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი იყოს უფრო კონკურენტული“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.