რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსეი ჩეპა, რომელიც სერგეი გავრილოვთან ერთად თბილისში იმყოფება მართლმადიდებლობის საპარლამეტშორისო ასამბლეაზე, არ აღიარებს რუსთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ამის შესახებ მან “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა.
თბილისში მყოფი დუმის დეპუტატი არც საკუთარ სურვილებს მალავს და აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაბრუნება უნდა.
“საქართველოში სხვადასხვა ადამიანები ცხოვრობენ. ჩემმა ნაცნობმა ქართველებმა ვახშამზე დამპატიჟეს. მოვფრინავდი აქ ქართული ავიახაზებით და თვითმფრინავის მგზავრების 85%-ს რუსები შეადგენდნენ. გამიხარდება, თუ არსად დაიღვრება სისხლი და ეს არ უნდა დავუშვათ. საქართველოს ოკუპაცია ვის მიერ? რუსეთის? ნუ მაცინებთ… რას გულისხმობთ ოკუპაციაში? ვერ ვხვდები, რა ოკუოპაციაზე მელაპარაკებით. რა არის კითხვა? სად არის ოკუპაცია? თქვენ თვითნ იყავით იქ? არ გიშვებენ? არ გსურთ? რუსეთი საქართველოს ხელს არ უშლის. მინდა, რომ ქვეყნები გაერთიანდნენ და დაბრუნდეს საბჭოთა კავშირი”, – განუცხადა “პრაიმტაიმს ალექსეი ჩეპამ.