უკრაინელი ოლიგარქები თანახმა არიან ინვესტიცია განახორციელონ ქვეყნის ეკონომიკაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას РИА «Новости» ავრცელებს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის შეხვდა იგორ კოლომოისკის, ვლადიმერ პინჩუკსა და რინატ ახმეტოვს და შესთავაზა მათ ინვესტიცია განახორციელონ ქვეყნის ეკონომიკაში და მხარი დაუჭირონ სოციალურ პროექტებს.
“ჯერ სხვებს არ შევხვედრივარ, მაგრამ ვაპირებ …ისინი კონკრეტულ საკითხებზე პასუხისმგებლობას იღებენ” – განაცხადა ზელენსკიმ.