უნგრეთის სასამართლომ 2015 წელს 71 მიგრანტის სიკვდილში დამნაშავედ სცნო ოთხი პირი და მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. როიტერსის სააგენტოს ცნობით, ისინი დამნაშავედ სცნეს ადამიანებით ვაჭრობასა და მკვლელობაში.
სატვირთო მანქანა, რომელშიც მიგრანტები იყვნენ ავსტრიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიგრანტები უჰაერობამ მოკლა. უნგრეთის ხელისულებამ ბრალი წაუყენა 11 ეჭვმიტანილს. ბრალდებულთა შორის არიან ბულგარეთის, ავღანეთის და ლიბანის მოქალაქეები.
2015 წელს ევროპაში მიგრაციული კრიზისის იყო დევნილების და არალეგალური მიგრანტების მოზღვავების გამო.
ევროკავშირმა შეწყვიტა მათი მიღება და უნგრეთმა დაკეტა საზღვარები სერბეთიდან, საიდანაც დიდი ნაკადი მოედინებოდა დასავლეთი ევროპისკენ. მხოლოდ 2015 წელს, ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება შეიტანა 700 ათასმა პირმა. იმავე წელს სხვადასხვა მონაცემით, ევროკავშირის წევრ ქვენებში ჩამოვიდა ორ მილიონამდე მიგრანტი.