მე ვგრძნობ საზოგადოების სამართლიან მღელვარებას, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, – ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შესახებ განცხადებას აკეთებს. ქუცნაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე უცხოეთში იმყოფებოდა და მისი პასუხიმგებლობის დაყენება, არალოგიკურია. „ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან გაღიზიანდა იმ ფაქტზე, რომ რუსი დეპუტატი დაინახა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. მე მინდა, […]