საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების წევრმა სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დიუსელდორფში მიმდინარე ევროპირველობაზე ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში შეძლო საპრიზო სამეულში მოხვედრა.
ქართველი სპორტსმენი, ზედიზედ ცხრა შეხვედრის მოგების შემდეგ, ნახევარფინალში დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ დაეუფლა ბრინჯაოს მედალს.