აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერით განაცხადა, რომ მადლობელია იაპონიის პრემიერ-მინიტრისა, როცა ის ირანში ჩავიდა და შეხვდა აიათოლა ალი ხამენეის. მაგრამ პირადად მე ვგრძნობ, რომ ნაადრევია იმაზე ფიქრიც კი, რომ შეთანხმება შესაძლებელია, თქვა მან და დასძინა, არც ირანია მზად და არც აშშ.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განუცხადა სტუმრად მყოფ იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს, რომ ირანი არ გაიმეორებს, როგორც მან უწოდა, აშშ-თან მოლაპარაკების „მწარე გამოცდილებას“. ამ განცხადების ფონია თეირანსა და ვაშინგტონს შორის მზარდი დაძაბულობა.
13 ივნისს იაპონელ სტუმართან შეხვედრისას, როგორც ირანის მედია იტყობინება, ხამენეიმ განაცხადა, რომ მას არ მიაჩნია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმის ღირსად, რომ გზავნილები გაუცვალოს მას და არც რამე პასუხი აქვს მისთვის, ახლა, ან მომავალში.
ხამენეის თქმით, ტრამპის პირობა, რომ არ ესწრაფვის ირანში რეჟიმის შეცვლას, „სიცრუეა“. მისი თქმით, მას არ სჯერა ვაშინგტონისა, რომ ის აპირებს ირანთან პატიოსნად მოლაპარაკებას.
თეირანში აბეს ვიზიტის ფონია ომანის ყურეში ორ ტანკერზე, მათ შორის ერთი იაპონიისა იყო, თავდასხმა. აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ტანკერებზე თავდასხმა, რაშიც მან ირანს დასდო ბრალი, აბეს შეურაცხყოფა იყო.
თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გაიზარდა ბოლო კვირეებში, ერთი წლის მერე მას მერე, რაც ტრაპმა დატოვა 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის დადებული ბირთვული შეთანხმება, რომლის მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის მიღწევა იყო სანქციების სანაცვლო გაუქმებით.
აბემ, რომელმაც ირანის ლიდერს ტრამპისგან გზავნილი ჩაუტანა, ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან 12 ივნისის შეხვედრის შემდეგ გაფრთხილება გამოთქვა გაუთვალისწინებელი შეტაკებების შესაძლებლობების შესახებ ახლო აღმოსავლეთში.
დაძაბულობის მომავალ ზრდას მოელიან მას მერე, რაც გავრცელდა ცნობები 13 ივნისს ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმების შესახებ.
აშშ-მა სპარსეთის ყურეში დამატებითი ძალები შეიყვანა ბოლო კვირებში მას მერე, რაც ირანი დაადანაშაულეს, რომ საფრთხეს უქმნის იქ გამავალ გემებს. თეირანი ასეთ ბრალდებებს უარყოფს.