Добавить новость

Отец Героя РФ носит его обувь, чтобы он вернулся домой

Могут ли проблемы со строительством домов в Южно-Сахалинске привести к трагедии?

В РЖД заявили, что движение по участку Инта-1 - Угольный в Коми восстановили

Продюсер Дворцов: Игорь Николаев получает около 5 млн рублей за корпоратив

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კომუნიკაციების კომისია ითხოვს დაჩქარდეს სიძულვილის ენის რეგულირებაზე კანონპროექტის განხილვა

კომუნიკაციების კომისია ითხოვს დაჩქარდეს სიძულვილის ენის რეგულირებაზე კანონპროექტის განხილვა

საქართველოს კომუნიკაციების კომისიას სურს დაჩქარდეს საკამათო კანონპროექტის განხილვა, რომლის თანახმად, თვითრეგულირებიდან რეგულირებაში უნდა გადავიდეს სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა.

კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ ცვლილება მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოს ეფექტიანობას გაზრდის. კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურის განცხადებით, ცვლილებებზეა დამოკიდებული “შემოქმედებითი ევროპის” მილიარდ-ნახევრიან საგრანტო კონკურსში საქართველოს მონაწილეობა, რაც, ბექაურის თქმით, მნიშვნელოვანია აუდიო-ვიზუალური პროდუქციის შექმნისა და წარმოების ბაზრის განვითარებისთვის.

ინიციატივის დაჩქარებულ განხილვას ემხრობა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქტუალური და დროულად არის გადაწყვეტილებები მისაღები ამ მიმართულებით.

რას ითვალისწინებს სიძულვილის ენის რეგულირების კანონპროექტი

იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა;

იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის;

იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციის ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას;

იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.

დღეს თუკი მოქალაქე მიიჩნევს, რომ რომელიმე პროგრამაში ეს მუხლები დაირღვა, შეუძლია მიმართოს მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოს და თავად მაუწყებელი იმსჯელებს დარღვევის შესახებ.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ცვლილებებით, პირველ ეტაპზე კვლავ მაუწყებლებში იქნება შესაძლებელი განცხადების განხილვა, ხოლო შემდეგ მაუწყებლის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების კომისიაში ან სასამართლოში.

რეგულირება თუ თვითრეგულირება

“სიძულვილის ენა პრობლემაა ჩვენს მედიაში და, ზოგადად, საზოგადოებაში”, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი აზრით, სიძულვილის ენა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს:

“მთავარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული”, - ამბობს კობახიძე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ პროგრამის შინაარსის გამო მაუწყებლის სანქცირება კომუნიკაციების კომისიას აძლევს ბერკეტს, ზეგავლენა მოახდინოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ანდა გამოიყენოს მის წინააღმდეგ. ქარტია მიიჩნევს, რომ კომისიის ხელში მაუწყებლის შინაარსის რეგულირების გადასვლა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და საქართველოსნაირ ქვეყნებში თვითრეგულირებიდან რეგულირებაში საკითხის გადატანა აღიქმება მედიაგარემოს გაუარესებად.

“თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, იმ ალგორითმების ფონზე, რომელიც მართავს სოციალურ ქსელებს, შეუძლებელია გამოხატვის შეზღუდვა, თუ არ გინდა გახდე ისეთი ქვეყანა, როგორიც არის, მაგალითად, თურქეთი”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ნატა ძველიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

"საქართველოს აქვს სამაგალითო კანონმდებლობა სიტყვისა და პრესის თავისუფლების თვალსაზრისით", - ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია და აგრძელებს:

"​ეს არის პირდაპირი საფრთხე მედიის და პოლიტიკური დისკუსიიის თავისუფლებისთვის, რომელსაც ამართლებენ ვითომ კეთილშობილური დროშით სიძულვილის ენის წინააღმდეგ, მაშინ როცა ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები არიან სიძულვილის ენის მებაირახტრეები. სიძულვილის ენას სჭირდება თვითრეგულირება და პოლიტიკური პრინციპები და არა სახელმწიფოს ჩარევა."

ბოკერია მიიჩნევს, რომ ეს არის საგანგაშო ვითარება და მოუწოდებს დემოკრატიულ პოლიტიკურ ჯგუფებს და სამოქალაქო საზოგადებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამას.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

На полную ставку. Льготная ипотека на кредиты в новостройках закончилась

"Шаболды со скальпелями": Милонов призвал контролировать увеличение губ

Живем, как после инсульта. Переболевшие ботулизмом рассказали, что ощущают

АБХАЗИЯ. РГО поможет абхазской молодежи получить образование в России

Музыкальные новости

Навка: во время болезни Заворотнюк возили по Москве только в парандже

Что МОК, то и сделал. Фетисов рассказал, когда Россия вернётся на Игры

Певица Наталья Самойлова презентовала новый клип «Голос природы»

В Тульской области завершился Кинофестиваль «Движение по вертикали» памяти Станислава Говорухина

Новости России

"Шаболды со скальпелями": Милонов призвал контролировать увеличение губ

АБХАЗИЯ. РГО поможет абхазской молодежи получить образование в России

Американские ученые опровергли взаимосвязь приема витаминов и продления молодости

Специалист заявил, что «макушка» лета будет идеальной для отпуска в средней полосе РФ

Экология в России и мире

Задачка с диагнозом в ответе: предложен новый метод диагностики Альцгеймера, точность — 78%

СберСтрахование застраховала крупные предприятия на Урале почти на 2 трлн рублей

Новый рекорд России: медитация Relax FM объединила 1699 человек

Витаводород — живая мыслящая материя, основа жизни на Земле

Спорт в России и мире

Уроженка Тамбова Арина Родионова вышла во второй круг квалификации Уимблдона

Россиянка Эрика Андреева вышла в финал квалификации Уимблдона

Появились новости о здоровье Елены Рыбакиной перед турниром в Англии

«Недальновидное решение». На «Беларусь 1» раскритиковали отказ Арины Соболенко от Олимпиады

Moscow.media

Не мигранты, а соотечественники. Чудовищные данные МВД

В Москве пройдет 19-я выставка «Интеравто»

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Более 12 тысяч жителей Москвы и Московской области получают повышенную пенсию за работу в сельском хозяйстве

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G











Топ новостей на этот час

Rss.plus






Специалист заявил, что «макушка» лета будет идеальной для отпуска в средней полосе РФ

Что произошло 27 июня в истории Якутии

Колокольцев: некоторые страны Запада намерены исключить РФ из Интерпола

На полную ставку. Льготная ипотека на кредиты в новостройках закончилась