რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ადგილობრივი კომპანიის „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, ენერგომომარაგება ეტაპობრივად განახლდა.
ელექტროენერგიის მიწოდება12 ივნისს, ღამით შეწყდა. „ჩერნომორენერგოს“ ცნობით, აფხაზეთის აღმოსავლეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს მეხი დაეცა, რის გამოც დამცავი სისტემა ჩაირთო, თავად გადამცემი ხაზი კი არ დაზიანებულა. აფხაზეთს ელექტროენერგია "ენგურჰესიდან" მიეწოდება.
რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ელექტროენერგიის გათიშვა არ ასახულა გუდაუთაში რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის მზადყოფნაზე, რადგან ეს ბაზა ავტონომიური წყაროებით მარაგდება.