ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე მიმდინარე ობიექტის მშენებლობიდან 52 წლის მუშა ჩამოვარდა, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით "ნიუ ჰოსპიტალის" საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.