საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის უმთავრესი საკითხია აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ამის შესახებ მან ელჩების ღონისძიების დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.
ათი კარგი ამბის შეგროვებას ვგეგმავდით, მაგრამ შვიდიც კი ძლივს გავიხსენეთ. მოხდა კი რამე კარგი? - მძიმე პოლიტიკური კრიზისებით სავსე ერთი წლიდან გამოვარჩიეთ ის მოვლენები, რომლებმაც ბევრი ერთნაირად გაახარა, გააღიმა და სიამაყით აავსო. ამბების დიდი ნაწილი სპორტულ და კულტურულ წარმატებებს უკავშირდება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო. ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში 29 დეკემბერს გარდაიცვალა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯიმი კარტერს უწოდა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც განასახიერებდა ყველაფერს საუკეთესოს, იყო ღვთის და ხალხის ერთგული მსახური, მორალურად სუფთა და კეთილშობილი ლიდერი და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და ადამიანის უფლებებისთვის გმირულად მებრძოლი. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით... Читать дальше...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას „სუვერენული პოლიტიკის“ გატარება სურს, რაც დასავლეთში არ მოსწონთ. 2024 წლის შედეგების შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ „აშშ და ევროკავშირი ცდილობენ, თბილისი დააყენონ ცრუ დილემის წინაშე: ჩვენთან ან ჩვენ წინააღმდეგ“, საქართველოს ხელისუფლებას კი, როგორც ჩანს, სურს გაატაროს „სუვერენული“ პოლიტიკა, რომელიც „ეროვნულ ინტერესებს უპასუხებს“. ლავროვის თანახმად... Читать дальше...
30 დეკემბერს ვისაუბრეთ ბოლო დღეების მოვლენების საქართველოს მოქალაქეებზე ზეგავლენის შესახებ - ბიძინა ივანიშვილის სანქცირებიდან, მიხეილ ყაველაშვილის მიერ რეპრესიული კანონების ხელმოწერის ჩათვლით. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ზაზა შენგელია, EPRC უფროსი მკვლევარი..
ხორვატიაში პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო პირველივე ტურში გამარჯვება. ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, მთავრობის ოპოზიციაში მყოფი სოციალ-დემოკრატების კანდიდატ ზორან მილანოვიჩს გასამარჯვებლად დააკლდა ხმების დაახლოებით 1%. ხორვატიის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 29 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში მილანოვიჩს ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 49,1%-მა. პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50%-ზე მეტია საჭირო. 19,35%-ით მეორე ადგილზე გავიდა პროფესიით ექიმი, ხორვატიის მეცნიერების, განათლებისა... Читать дальше...
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს „მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას” უკრაინის მხარდასაჭერად.
100 წლის ასაკში, ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში, თავის სახლში გარდაიცვალა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი. ამ ცნობას 29 დეკემბერს სოციალური მედიით ავრცელებს კარტერის ფონდი. ჯიმი კარტერი - წარსულში მიწის თხილის ფერმერი - ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ ამერიკელ ხალხს არასოდეს მოატყუებდა. კარტერი პრეზიდენტი იყო 1977-დან 1981 წლამდე, მისი პრეზიდენტობის წლებს იხსენებენ ღირსების დაბრუნების ძალისხმევად თეთრი სახლისთვის, უოტერგეიტის სკანდალის და ვიეტნამის ომის შემდეგ. კარტერის... Читать дальше...