ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სამხედრო პატივით დაკრძალეს, 2023 წლის 10 მაისს, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლისას, საჰაერო დაბომბვის დროს დაჭრილი ქართველი მებრძოლი, 25 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი. გარდაცვლილი მებრძოლის ძმამ, გიორგი ლეკიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წლების წინ სპარტაკი სამუშაოდ პოლონეთში წავიდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი ამ ქვეყანაში საბრძოლველად გადავიდა და ინტერნაციონალური ბატალიონის რიგებში ჩაეწერა. “სპარტაკი ბავშვობიდან გამოირჩეოდა მებრძოლი ხასიათით.... Читать дальше...
ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ იანვარში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიწყალა 20 პირი, რომლებიც ექსტრემიზმის ბრალდებით იყვნენ გასამართლებული, და რომელთა ბრალდებებსაც უფლებადამცველები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ლუკაშენკას პრესსამსახურის ცნობით, შეწყალებები დაეფუძნა ჰუმანიტარულ მოსაზრებებს, გათავისუფლებულთაგან 14 პირს აქვს ქრონიკული დაავადებები, 10-ს ჰყავს შვილები. ამავე წყაროს ცნობით, 20-დან 11 გათავისუფლებული პატიმარი ქალია. პრესსამსახურის ცნობით, ყველა... Читать дальше...
საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან ევროპარლამენტარები ლიეტუვიდან დაინიუს ზალიმასი და პოლონეთიდან მიხაილ ვავრიკიევი. ისინი უკვე შეხვდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კი ცოცხალ ჯაჭვსაც შეუერთდებიან. ევროპარლამენტარების ვიზიტის მიზანია ადგილზე გაეცნონ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მხარდაჭერა გამოუცხადონ ქართველ ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლაში. ისინი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. დაინიუს ზალიმასის თქმით... Читать дальше...
როგორ გაიყო სალომე ზურაბიშვილის და “ოცნების” გზები და რა განცხადებებს აკეთებდა მეხუთე პრეზიდენტი ბოლო ორი წლის განმავლობაში?
აშშ უკრაინას მიაწვდის იარაღის კიდევ ერთ პარტიას, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის, - იუწყება თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი, ჯონ კირბი. "მომავალ დღეებში იხილავთ აშშ-ის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რომელიც პრეზიდენტმა დაამტკიცა. და ის, ცხადია, მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინისთვის", - თქვა კირბიმ. მას არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს აშშ გამოაცხადოს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, ან რა ტიპის იარაღი იქნება მასში გათვალისწინებული. უკრაინა 27 დეკემბერს იუწყებოდა... Читать дальше...
“ბოლო დღეს მოდი და შინაურებისთვის, იქნება”, - მეუბნება გარემოვაჭრე კაცი ბაზარში და თვალით საბარგულზე მანიშნებს. დაახლოებით იმავეს მპასუხობს კიდევ სამი გამყიდველი, როცა ვეკითხები - "ფეიერვერკი იქნება?" საახალწლო ბაზრობას ხალხი არ აკლია, მაგრამ დახლებზე საახალწლო სათამაშოებსა და წვიმებს შორის მხოლოდ “შუშხუნები” და პატარა ასაფეთქებლები თუ აწყვია. ფეიერვერკი წელს “დაპატიმრებულია” - პიროტექნიკას ვერსად იყიდი მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” პროევროპული აქციების გამო ჯერ პიროტექნიკის მაღაზიებს პროდუქტის გაყიდვა შეუჩერა (ოფიციალური მიზეზით... Читать дальше...
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ფიქრობს, რომ აშშ-ისა და ბალტიის ქვეყნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს სანქციები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც უნდა დაუწესონ. ის ამის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „დღე 31. ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან. ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიის ქვეყნებისგან და აშშ-სგან მაგალითი უნდა აიღონ და დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოში ძალაუფლების სხვა მიმტაცებლებს", - წერს მარკო მიჰკელსონი. „ქართული... Читать дальше...
„მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ უკვე დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიიდან, მაიკლ მაკკოლი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას. მაიკლ მაკკოლის სახელით განცხადება პლატფორმა „X“-ზე კომიტეტის გვერდმა გამოაქვეყნა. „მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საქართველოს ავტოკრატიაში... Читать дальше...
ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ბენჟამინ ჰადადი სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს, რომ „ქართული ოცნების“ მუქარა, რომ დააკავებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიუღებელი და არათავსებადია ნებისმიერ ევროპულ პერსპექტივასთან“ მინისტრი/, საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებსაც ეხმაურება და ფიქრობს, რომ საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყდეს. „საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი მოსახლეობის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს", - წერს ბენჟამინ ჰადადი. საქართველოს... Читать дальше...
ოპოზიციურ პარტიებს შორის ახალმა დაპირისპირებამ იჩინა თავი. ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიების წარმომადგენლებმა ზუგდიდსა და ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებაში მიიღეს მონაწილეობა; ხოლო შემდეგ, მწვავე კამათი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების თემასაც მოჰყვა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიერ დატყვევების შემდეგ დაიღუპა ჩრდილოეთ კორეის "რამდენიმე" ჯარისკაცი, რომლებიც მძიმედ დაიჭრნენ რუსეთის მხარეს ბრძოლაში. ზელენსკის თქმით, მოსკოვი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა სიცოცხლეს. უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებები - რომ ფხენიანის მიერ რუსეთში გაგზავნილ სამხედროთა რიგებში მნიშვნელოვანი დანაკარგები აღინიშნება, რუსეთის კურსკის რეგიონში ბრძოლისას. Читать дальше...
უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისა სანქცირებისთვის მადლობას უხდის და იმავესკენ მოუწოდებს ევროპას.