„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს.
ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დატოვა „მთავარი არხი“, რომელზეც დაფუძნების დღიდან გადიოდა მისი გადაცემა. ეს ინფორმაცია მან რადიო თავისუფლებას 25 დეკემბერს დაუდასტურა. „გადავდივარ სხვა ოპოზიციურ არხზე“, - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა. მან თქვა, რომ ამჟამად მოლაპარაკებებს მართავს როგორც ტელეკომპანია „ფორმულასთან“, ისე ტელეკომპანია „პირველთან“. „ზუკა [გუმბარიძესაც] შევხვდი და ვატო [წერეთელსაც] და ახლა გადავწყვეტ, რომელ არხს ავირჩევ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას. კითხვაზე, თუ რა მიზეზით ტოვებს ტელეკომპანია „მთავარ არხს“... Читать дальше...
В Грузии продолжают работать американские военные микробиологи, несмотря на прекращения финансирования лаборатории Лугара в Тбилиси, считает академик РАН Геннадий Онищенко
რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში დილით მომხდარი აფეთქება დრონით შეტევის შედეგი იყო. ადგილობრივი დროით დღის 2 საათისთვის მენიაილომ ტელეგრამზე დაწერა, რომ თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აფეთქება და ხანძარი გამოიწვია ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა. სერგეი მენიაილო რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ დრონებით შეტევა იყო ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ზოგიერთ სხვა რეგიონზეც. ... Читать дальше...
Почти полвека Патриарх является примером для народа Грузии, объединяет и наполняет верой в будущее, отметил премьер
На борту самолета компании Azerbaijan Airlines, потерпевшего крушение вблизи Актау 25 декабря, находилось 67 человек
კოსოვოს ეთნიკური სერბების ყველაზე დიდი პარტიის პრეზიდენტმა 24 დეკემბერს განაცხადა, რომ გაასაჩივრებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც პარტიას აეკრძალა 9 თებერვლის არჩევნებში მონაწილეობა, ბელგრადთან ახლო კავშირების გამო. ზლატან ელეკმა პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ გაუქმდება მისი პარტიის, "სერბთა სიის" შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ელეკმა მკაცრი სიტყვებით მოიხსენია კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი და თქვა, რომ მას ამ პარტიის არჩევნებიდან გაქრობა სურს. Читать дальше...
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა. სანდუს ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის დროს რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. პრეზიდენტმა სანდუმ სოციალურ ქსელ Х-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ როცა მოლდოვა და უკრაინა შობას ზეიმობენ, კრემლი ნგრევას ირჩევს, მიზანში იღებს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას და რაკეტით არღვევს მოლდოვის საჰაერო სივრცეს. სანდუს თანახმად, მოლდოვა გმობს ამ ფაქტებს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. Читать дальше...
Саакашвили на своем судебном заседании рассказал о том, как нужно действовать на акциях протеста, чтобы добиться результата
ადამიანის უფლებების დამცველები აღარ ერიდებიან სიტყვა "წამებას" საქართველოში დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობაზე საუბრისას. მეტიც, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 28 ნოემბრის შემდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს და რეპრესიებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აფასებს.
მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმაც მიულოცა. მისალოცი წერილი, რომელიც 14 დეკემბრით - საარჩევნო კოლეგიის მიერ მისი არჩევის დღით - თარიღდება, თურქეთის საელჩომ 20 დეკემბერს გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს. წერილი 25 დეკემბერს გამოაქვეყნა „ინტერპრესნიუსმა“. „პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა... Читать дальше...
აშშ-ის საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის ცნობით, მიმდინარე წელს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განახორციელა ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი რაოდენობის მიგრანტთა დეპორტაცია - იუწყება "ამერიკის ხმის" რუსული სამსახური. საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის ანგარიშის თანახმად, წელს მოხდა 270 000-ზე მეტი ადამიანის დეპორტაცია, რომლებიც 192 ქვეყნიდან იყვნენ. ეს ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია 2014 წლის შემდეგ. სამსახური დეპორტაციის მაჩვენებლის ზრდას ხსნის დიპლომატიური ძალისხმევით, რადგან... Читать дальше...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს აზერბაიჯანს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო. „ღრმად ვართ დამწუხრებულნი Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ გავრცელებული ცნობებით, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. გულწრფელად თანავუგრძნობთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს“, - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე. „ამ რთულ დროს, საქართველო გვერდში უდგას და სოლიდარობას უცხადებს სტრატეგიულ პარტნიორს, აზერბაიჯანს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“... Читать дальше...
პროევროპული საპროტესტო აქციების ფონზე „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ ბიზნესმენების ერთი ჯგუფი უჭერს მხარს და ივანიშვილის პარტიის გზავნილებს იმეორებს „ომის საფრთხისა“ და „ევროკავშირისკენ ღირსეული სვლის“ შესახებ. 2300-ს აღწევს იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც კრიზისის დაძლევის გზად ახალ არჩევნებს მიიჩნევენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა დღევანდელი მასირებული შეტევა საგანგებოდ დაამთხვია შობის დღესასწაულს. „დღეს პუტინმა შეტევისთვის შეგნებულად აირჩია შობა. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაადამიანური?“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში. უკრაინა ზოგიერთი სხვა მართლმადიდებლური ქვეყნის, მათ შორის რუსეთის და საქართველოს მსგავსად, შობას 7 იანვარს აღნიშნავდა. 2023 წლის ივლისში უკრაინის პარლამენტმა ზოგიერთი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნის დღე შეცვალა. მათ შორის შობის - 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერი. Читать дальше...
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მარნეულის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე, ზიადინ მამედოვი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევების გამოძიებას, როგორც წესი, სამხედრო პოლიცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 25 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს... Читать дальше...
რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიაილომ უარყო, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში დილით მომხდარი აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მან ტელეგრამზე დაწერა, რომ შენობა გაზიფიცირებული არ არის. მენიაილოს განცხადებით, აფეთქების მიზეზს გამოძიება დაადგენს. ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში” მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. წინასწარი ოფიციალური ვერსიით, რომელსაც რუსული მედია ავრცელებდა „ოპერატიულ სამსახურებზე” დაყრდნობით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. Читать дальше...
შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშში ასახულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს PACE-ს სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს. შსს 25 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ ავტომობილის მძღოლს იმ დროს - როდესაც ადგილზე პოლიციელები მივიდნენ, - „არ გამოუთქვამს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ავტომობილი შესაძლოა განზრახ ყოფილიყო დაზიანებული“. სამინისტროს თანახმად... Читать дальше...
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ქალაქ აქთაუსთან დღეს, 25 დეკემბერს, მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა 25 ადამიანი, რომელთაგან 22 ჰოსპიტალიზებულია. ამავე სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 67 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, მგზავრებს შორის 37 აზერბაიჯანის მოქალაქეა, 16 - რუსეთის, 6 - ყაზახეთის და 3 - ყირგიზეთის. ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი Embraer 190 ჩამოვარდა. Читать дальше...
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება იყო. დეპუტატების ნაწილის დარბაზიდან გაყვანას დაცვის სამსახური ცდილობდა.
ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი Embraer 190 ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავში მყოფი 6 ადამიანი გადარჩა. სოციალური ქსელებით გავრცელდა კატასტროფის რაიონში გადაღებული ვიდეოკადრები. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება განიხილება. Читать дальше...
დღეს დილით აფეთქება მოხდა რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში”. არის მსხვერპლი. პირველი ცნობები, რომ ადგილობრივი დროით დილის ცხრის ნახევრისთვის სავაჭრო ცენტრში მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რუსულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს. დილის 10 საათისთვის რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა" ადგილობრივ „ოპერატიულ სამსახურებზე" დაყრდნობით დაადასტურა, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება. ამავე სააგენტოს ცნობით, დაიღუპა... Читать дальше...
25 დეკემბერს ვისაუბრეთ პროევროპული პროტესტის წინააღმდეგ რუსეთიდან მართულ კამპანიაზე, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი ძალადობის გადასაფარავად მიმდინარე კამპანიასა და სხვა - პროტესტის მადისკრედიტებელ საინფორმაციო ოპერაციებზე. სტუმარი: ქრისტინა ფარჯიანი, ISFED-ის პროექტის კოორდინატორი.
დღეს, 25 დეკემბერს, დილით უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის სარაკეტო შეტევის გამო, რომელსაც წინ უძღოდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა. დილის 9 საათისთვის ქალაქ ხარკოვზე, სულ მცირე, შვიდი დარტყმის და ხანძრების შესახებ იუწყება ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაცია. წინასწარი მონაცემებით, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები მასირებულად უტევენ ქვეყნის ენერგოსისტემას. Читать дальше...
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას არ მიიღებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის(დსთ) წევრი ქვეყნების ლიდერთა არაფორმალურ სამიტში, რომელსაც სანქტ-პეტერბურგში მასპინძლობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ფაშინიანის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დღეს, 25 დეკემბერს, დილით გამოქვეყნებულ განცხადებაში მიზეზად დასახელებულია კორონავირუსული ინფექცია კოვიდი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, 23 დეკემბერს ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა, 25 დეკემბერს კი - უარყოფითი და ჩვეულ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება... Читать дальше...